დაბადების წელი – 1910.
დაბადების ადგილი – ქუთაისი. ზემო საფიჩხია.
სახელი – 22.
გვარი – სკოლა.
ასაკი – 106.
დრო გადიოდა. დროს ვერავინ ზომავდა, ვერც ვერავინ შეიგრძნობდა მის ორ პოლუსს – უსასრულობას და მყისიერებას... დრო კი მიდიოდა, არ ჩერდებოდა. დრომ 106 წელი დაატრიალა და ამ ხნის მანძილზე უამრავი კურსდამთავრებული გამოუშვა სკოლამ, 22–ემ, ნესტორის ძემ. აქ სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ :
ზვიად პატარიძე
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე 1997 წლის 22 მარტს დაიბადა. 2015 წელს ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა დაამთავრა. ვარჯიში 10 წლის ასაკიდან დაიწყო. 2009 წელს იმერეთის პირველობაზე, ბერძნულ–რომაულ სტილით ჭიდაობაში მეორე ადგილი, ხოლო 2010 წელს მირიან გიორგაძის I რესპუბლიკურ ტურნირში I ადგილი დაიკავა, 2011 წელსაც მირიან გიორგაძის II რესპუბლიკურ ტურნირშიც I ადგილზე გავიდა. 2012 წელს მურღულიასადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ, 2013 წელს მაისურაძის სახელობის და ამავე წელს აზერბაიჯანში გამართულ ტურნირებში I ადგილები დაიკავა. 2013 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
ზვიად პატარიძემ 2013–2014–2015 წლებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ზვიად პატარიძეს როგორც რესპუბლიკურ, ისე – საერთაშორისო ტურნირებში უამრავი მედალი აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=7l2MfB7I-a8
https://www.youtube.com/watch?v=BUEUHpNshS0
https://www.facebook.com/Zviadi-Pataridze-1664731607147636/
ზვიად პატარიძე ამჟამად თბილისის სპორტულ ფალავანთა კლუბში მოღვაწეობს და მომავალი საერთაშორისო ტურნირებისათვის ემზადება.
ზვიად პატარიძის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მწვრთნელებს: ე. მარუაშვილს და ვ. კრავეიშვილს.
ზვიად პატარიძე დასახელებული იყო ქუთაისის და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად და გადაეცა გრანპრი.
( სურათის წყაროა www.google.ge )
P. S . ბლოგზე მუშაობა დასრულებული გვქონდა , სასიხარულო ინფორმაცია რომ შევიტყვეთ, – ზვიად პატარიძე ახალგაზრდებს შორის ავსტრიის რიგით მეექვსე ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
ბათუ სიხარულიძე
ბათუ სიხარულიძე 1960 წლის 7 მაისს ქუთაისში დაიბადა. ქუთაისის N22 სკოლა წარჩინებით დაამთავრა. ადრეულ ასაკში შექმნა ბრინჯაოს ქალდაკება – ,,ბიჭი ცხენზე" და მაშინვე ნიჭიერ მოქანდაკედ აღიარეს.
ბათუ სიხარულიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ამის შემდეგ სწავლა მოსკოვის სახელმწიფო აკადემიაში გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა.
1994 წელს ბათუ სიხარულიძეს ,,განსაკუთრებული ნიჭის მხატვრის" სტატუსი მიანიჭეს. მისი ქანდაკებებიდან ცნობილია ,,ადამ და ევა." იგი 2002 წლიდან ამერიკის მოქალაქეა და ასწავლის ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში, მათ შორის ვირჯინიის თანამეგობრობის, ჯორჯ მეისონის და ბოსტონის უნივერსიტეტებში.
ბათუ სიხარულიძე ამერიკის, თურქეთის, იტალიის, ჩინეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ჰოლანდიის, რუსეთისა და საქართველოს სიმპოზიუმების მონაწილეა.
ბათუ სიხარულიძე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ბოსტონში ცხოვრობს. იგი ასოცირებული პროფესორი, ქანდაკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ხელოვნების საერთაშორისო დირექტორთა საბჭოს წევრია.
( სურათების წყაროა www.google.ge )
ხათუნა ჭოხონელიძე
ხათუნა ჭოხონელიძემ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლა 1990 წელს დაამთავრა. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის 1998 წლის კურსდამთავრებული ხათუნა ჭოხონელიძე სოლო აკადემიურ სიმღერას პროფესორ
გ. ლომთაძის კლასში ეუფლებოდა. ამავე წელს კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში ეთერის პარტია შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერიდან."
ხათუნა ჭოხონელიძემ ერევანში ქართული მუსიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, სადაც შეასრულა ფრაგმენტები ჯაკომო პუჩინის ოპერიდან ,,ტოსკა" და პიეტრო მასკანის ოპერიდან ,,სოფლის ღირსება."
ხათუნა ჭოხონელიძე 1998–2004 წლებში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო და ასრულებდა ეთერის
(ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი.") ,
https://www.youtube.com/watch?v=LO3VFarrF4A
მზიას ( ოთარ თაქთაქიშვილის ,,მინდია") , ლელას (რევაზ ლაღიძის ,,ლელა") , სანტუცას (მასკანის ,,სოფლის ღირსება") პარტიებს.
ხათუნა წოხონელიძე 2004 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ზემოთ ჩამოთვლილი როლების გარდა, იგი ასრულებს აიდას
( ჯუზეპე ვერდის ,,აიდა") , ელიზაბედის ( ,,დონ კარლოსი") , ლეონორას (,,ტრუბადური") , ლეონორას (,,ბალ–მასკარადი") , ტოსკას (პუჩინის ,,ტოსკა") , ჩიო–ჩიო სანს (მადამ ბატერფლაი") , ნედას (რუჯერო ლეონკავალოს ,,ჯამბაზები") პარტიებს.
ჩვენც ბევრი აღარ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა ,,ეთერი."
ალექსანდრე კანდელაკი
ალექსანდრე კანდელაკი 1942 წლის 15 სექტემბერს ქუთაისში, რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერ–გამომგონებლის, შალვა კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
ალექსანდრე კანდელაკი 1949 წელს შევიდა და 1959 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქუთაისის N22 საშუალო სკოლა. იგი სკოლის პირველი ოქროს მედალოსანი გახდა. ალექსანდრე კანდელაკის ინტელექტუალური და მსოფლმხედველობითი ორიენტაციის ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელი წვლილი სკოლის დირექტორმა, საქართველოს დამსახურებულმა პედაგოგმა ნადია ერისთავმა, სასწავლო ნაწილის გამგემ გ. ლეჟავამ, სკოლის პედაგოგებმა: თ. შოთაძემ, ნ. გვეტაძემ, ზ. ბოჭორიშვილმა, ა. გიორგაძემ, ვ. დოღონაძემ, დ. გოჩელაშვილმა, რ. ენდელაძემ, თ. ჩირაძემ, ჟ. შათირიშვილმა, ქ. მეფარიშვილმა და სხვებმა შეიტანეს.ალექსანდრე კანდელაკი სწავლის პერიოდში საკავშირო და რესპუბლიკური ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული იყო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანი და საქალაქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი, ხელმძღვანელობდა სკოლის სასწავლო–შემოქმედებით საქალაქო ყოველწლიურ დათვალიერებას.
ალექსანდრე კანდელაკმა 1959 წელს სწავლა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1964 წელს წარმატებით დაასრულა. იმავე წელს როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერი სპეციალისტი საბჭოთა კავშირის ატომური ენერგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში, ცნობილი გერმანელი მეცნიერის ე. ბარონის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მალე დახურული გრიფით მისი პირველი ნაშრომები გამოქვეყნდა. იგი, როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1969 წელს ქუთაისში ახლად დაარსებულ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში მიიწვიეს, ხოლო 1975 წელს ქალაქ მოსკოვში ნავთობის ქიმიის სათაო ინსტიტუტში პირველი დისერტაცია დაიცვა და ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიიღო.
ალექსანდრე კანდელაკმა 1981–90 წლებში კვალიფიკაცია პრაღის (ჩეხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტში აიმაღლა, ხოლო 1995 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
1981 წელს ალექსანდრე კანდელაკი ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის გამგედ იქნა არჩეული, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პერიოდიდან უცხოელი სპეციალისტების მოწვევით იგი ლექციებს პრაღის (ჩეხეთი), ბრატისლავის (სლოვაკეთი) და დრეზდენის (გერმანია) ტექნიკურ უნივერსიტეტებში ფიზიკური ქიმიის სპეციალობაში კითხულობდა, აგრეთვე იმერეთის რეგიონის პედაგოგებისათვის საჩვენებელ ლექციებს ქუთაისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ატარებდა, ათეული წლების განმავლობაში როგორც ქუთაისის პოლიტექნიკურ, ისე ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქიმიის მისაღებ და გამოსაშვებ გამოცდებს ხელმძღვანელობდა.
1988 წელს ალექსანდრე კანდელაკი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ნავთობ–ქიმიის საკოორდინაციო საბჭოს წევრად იქნა არჩეული.
ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის აღმშენებლობის საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის, საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სტუდენტ–ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის, პროფესორ ალექსანდრე კანდელაკს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ,,ღირსების ორდენი" მიენიჭა. უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში მას უმაღლესი განათლების სამინისტროს I ხარისხის დიპლომები და ფასიანი ჯილდოები აქვს მიღებული. ალექსანდრე კანდელაკს ქართულ, რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 145 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორის 3 მონოგრაფიაა, 5 გამოგონება პატენტის სახით და 11 დამხმარე სახელმძღვანელო. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის, ამიერკავკასიისა და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი და მონაწილე. 1997 წელს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1999 წელს საქართველოს კვების მრეწველობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 2003 წელს კი საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად და პრეზიდიუმის წევრად იქნა არჩეული. 2007 წელს, როგორც თვალსაჩინო პედაგოგსა და მეცნიერს, დამსახურებული პროფესორის (ემერიტუსის) საპატიო წოდება მიენიჭა.
ალექსანდრე კანდელაკი 5 ათეული წლის მანძილზე ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას ახალგაზრდა თაობის აღზრდას უთავსებდა, რასაც დიდი გულმოდგინებით დღემდე აგრძელებს.
ალექსანდრე კანდელაკს ჰყავს მეუღლე, ექიმი–თერაპევტი მარინა აბუთიძე, ორი შვილი: შალვა კანდელაკი– გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი (მამა ლაზარე) და მარგარიტა კანდელაკი – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი–პედიატრი და 9 შვილიშვილი.
მერაბ ნემსიწვერიძე
მერაბ ნემსიწვერიძე 1959 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა. 1966 წელს სწავლა ქუთაისის 22 -ე საშუალო სკოლაში დაიწყო და 1976 წელს დაამთავრა .
სწავლის პერიოდში ვარჯიშობდა ფეხბურთსა და ჭიდაობაში. აკრობატიკაში, მწვრთნელ გივი ჭლიკაძესთან 4 წელი ივარჯიშა.
1972 წელს ქუთაისის პიონერთა სასახლეში ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის ჯგუფში გაერთიანდა, რომელსაც ცნობილი პედაგოგი არკადი ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა. მერაბ ნემსიწვერიძემ ამ ჯგუფთან ერთად საქართველოს მთიანი უღელტეხილები: ქლუხორი, მარუხი, მამისონი მოიარა და რაჭაში მწვერვალი დოლომისი დალაშქრა.
მერაბ ნემსიწვერიძემ 1973 წელს ცნობილი მთამსვლელი, სპორტის ოსტატი მურად ჭიჭინაძე გაიცნო, რომელსაც განზრახული ჰქონდა ახალი გუნდის შექმნა. ამ პერიოდიდან ბატონი მერაბი მჭიდროდ დაუკავშირდა მურადს და ახალ გუნდს. მან გაიცანო იმ პერიოდის შესანიშნავი ქუთაისელი ალპინისტები: ლევან ახვლედიანი, შალვა მარგიანი, გოგი ახვლედიანი, შაქრო გაბისიანი, დემურ ცომაია, ვანგელ მინდაძე, ნაზიმ ნემსიწვერიძე. ამ ადამიანებთან მეგობრობას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ცნობილი მთამსვლელი ატე (ალექსანდრე) ნემსიწვერიძე მამამისს ბიძაშვილად ეკუთნოდა, ხოლო ატე მრავალი ქართველი და ქუთაისელი ალპინისტის მწვრთნელი იყო.
მერაბ ნემსიწვერიძემ 1974 წელს მეკლდეორობაში, საქართველოს პირველობაზე ქალაქის პირველობა მოიგო, ხოლო დაბა ყაზბეგში, საქართველოს პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა და ყირიმულ ცოცვაში მურად ჭიჭინაძესთან წყვილში პირველი სპორტული მედალი აიღო. იმავე წელს კავკასიის ჩემპიონი გახდა.
1977 წელს ის უკვე პირველთანრიგოსანი იყო და დალაშქრული ჰქონდა 20-ზე მეტი მწვერვალი. თუ გავითვალისწინებთ ალპინიზმის სპეციფიკურობას, 17 წლის ახალგაზრდა სპორტცმენისათვის ეს ნამდვილად დიდი მიღწევა იყო. ამავე წელს, ჯარში სამსახურის გამო, ამიერკავკასიის ჯარების ცენტრალურ სპორტულ კლუბ „СКА“-ში მიიწვიეს.
მერაბ ნემსიწვერიძემ 1980 წელს საქართველოს პირველობაზე მეკლდეურობაში ისევ აიღო მე-3 ადგილი და კლდეზე ცოცვაში საქართველოს ნაკრებში მოხვდა. მას მეკლდეურობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
ბატონმა მერაბმა 1980 წელს კლდეზე ცოცვაში სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივი შეასრულა. 1985 წელს საქართველოს პირველობაზე კიდევ ერთხელ გავიდა მე-3 ადგილზე. ამის შემდეგ მეკლდეურობაში მონაწილეობა არ მიუღია. ალპინიზმში მისი კარიერა სწრაფად ვითარდებოდა .
ბატონმა მერაბმა 1980 წელს კლდეზე ცოცვაში სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივი შეასრულა. 1985 წელს საქართველოს პირველობაზე კიდევ ერთხელ გავიდა მე-3 ადგილზე. ამის შემდეგ მეკლდეურობაში მონაწილეობა არ მიუღია. ალპინიზმში მისი კარიერა სწრაფად ვითარდებოდა .
მერაბ ნემსიწვერიძე 1981 წელს მოხვდა საქართველოს მთამსვლელთა ნაკრებ გუნდში. იმავე წელს ამ გუნდთან ერთად საკავშირო პირველობაზე,მწვერვალ დავით აღმაშენებელზე, ჩრდილოეთის 800 მეტრიანი ურთულესი კედლის გავლის გამო მე–2 ადგილი დაიკავა.
1982 წელს შეიარაღებული ძალების ნაკრები გადავიდა უშბის ძირში, სადაც მწვერვალი უშბა არტიშევსკის გზით დალაშქრეს, რომელიც ერთ–ერთ ურთულეს გზად ითვლებოდა. ამავე წელს სამხრეთ-დასავლეთ პამირში დალაშქრეს: ,,მოსკოვის პიკი“, ,,პიკი ლიტვა“, „ბაბელის პიკი.“ ეს მწვერვალები ტექნიკურად ურთულესი კატეგორიისაა. საბჭოთა კავშირის პირველობაზე, ერთ სეზონზე, მერაბ ნემსიწვერიძე ორჯერ გახდა ვერცხლის მედლის პრიზიორი.
1984 წლის თებერვალში უშბაზე საქართველოს საუკეთესო ექვსი მთასვლელი ტრაგიკულად დაიღუპა. მათ შორის იყო ბატონი მერაბის მწვრთნელი მურად ჭიჭინაძე. ამ ასვლაში მერაბ ნემსიწვერიძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მურადის დაჟინებული უარის გამო, ეს ვერ მოხერხდა, რითაც როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მან შეგირდი სიკვდილს გადაარჩინა. მიუხედავად გარდაცვალებიდან გასული მრავალი წლისა, მურად ჭიჭინაძე ბატონი მერაბის სულიერ მამად და საუკეთესო მეგობრად რჩება მერაბ ნემსიწვერიძესახსენდება კავკასიონზე თუ პამირში, ურთულეს მწვერვალებზე მწვრთნელთან ერთად განცდილი გამარჯვების სიხარული.
მერაბ ნემსიწვერიძემ 1984 წელს ჩრდილო კავკასიაში ა/ბ. „ადირ-სუ“-ში ალპინიზმის ინსტრუქტორ-მეთოდისტის (მწვრთნელის-გიდის) სპეციალური საკავშირო სკოლა ფრიადზე დაამთავრა და მიანიჭეს ინტრუქტორის მე-3 კატეგორიის კვალიფიკაცია. ვინაიდან ქუთაისის მთამსვლელთა გუნდი უფროსი მწვრთნელის გარეშე დარჩა, ბატონმა მერაბმა მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ახალგაზრდა მთამსვლელთა ალპინისტურ ბანაკებში საგზურებით მომარაგებაზე დაიწყო ზრუნვა, რათა გუნდს საწვრთნო–საკვალიფიკაციო–სანორმატივო მომზადება გაევლო. მისი მიზანი გახდა, პოტენციურად ძლიერი ალპინისტები შემოეკრიბა ირგვლივ, რომლებიც შექმნიდნენ ქალაქ ქუთაისის მთამსვლელთა ნაკრების ბირთვს და რომელიც შეძლებდა ალპინიზმში ურთულესი მარშრუტების გავლას და მედლების მოპოვებას. მერაბ ნემსიწვერიძე ხელმძღვანელობდა ქალაქის მეკლდეურთა ნაკრებ გუნდს, რომელმაც 1985-1987 წლებში უკრაინაში გამართულ საკავშირო პირველობებზე, ზედიზედ სამჯერ მოიპოვა გუნდური მე-3 ადგილი, ხოლო პირადად 1985 წელს ინდივიდუალურ ცოცვაში პირველი ადგილი აიღო.
1984 წლიდან მერაბ ნემსიწვერიძე ალპინიზმის ინსტრუქტორად მუშაობდა ა/ბ „ზესხოში,“ ცნობილ ქართველ მთამსვლელ ჯოკია გუგავასთან. აღსანიშნავია, რომ ბანაკში არსებობდა ძლიერი ნაკრები, რომელიც წარმატებით ლაშქრავდა ცენტრალური კავკასიონის ურთულესს მარშრუტებს მწვერვალებზე: შხარა, აილამას ყველა ბასტიონი, სამხრეთ უშბა ტკაჩენკოსა და გაბრიელ ხერგიანის გზით, მწ. შოთა რუსთაველი –მარშრუტი ახალი გზით. ამ მწვერვალების უმრავლესობა დაილაშქრა უშუალოდ ბატონი მერაბის ხელმძღვანელობით და თითოეული – რეკორდულად მცირე დროში.
1987 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მთამსვლელთა ნაკრები გუნდის ახალი შემადგენლობა. ამ წელს დალაშქრეს ცნობილი მწვერვალი ლენინის პიკი (7125 მეტრი). აღსანიშნავია, რომ სასიმაღლო ალპინიზმში ქართველ მთამსვლელებს ჰქონდათ გარკვეული პაუზა (10 წელი). ამავე წელს გადავიდნენ მთიანი ზერავშანის ქედზე (პამირი), სადაც აწარმოეს ტექნიკურად რთული კედლების დალაშქვრა.
ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ მერაბ ნემსიწვერიძეს წარმოეშვა გარკვეული უთანხმოება საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან და გადაწყვიტა ქალაქ ქუთაისში შეექმნა დამოუკიდებელი ალპიური კლუბი. ქართული სპორტის ისტორიაში, პირველად ქუთაისში, 1988 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის ალპიური კლუბი ,,ედელვაისი,“ რომელსაც ბატონმა მერაბმა დაუსახა შორს მიმავალი გეგმები.
1989 წელს კლუბმა მერაბ ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობითა და ქალაქის სპორტკომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, მოაწყო პირველი დამოუკიდებელი ექსპედიცია „ფანის მთებში“(პამირი), სადაც დალაშქრეს ურთულესი ტექნიკური კედლოვანი მწვერვალები: ბოდხონა (5345მ.), ჩაბდარა (5368მ.) , ზამოკი (5250მ.) , ადამტაში (5150მ.) , პოლიტეხნიკი ( 5200მ.) და სხვ. აღსანიშნავია ის, რომ ამდენი ტექნიკურად რთული მარშრუტი იმ წელს არ გაუვლია არც საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის ნაკრებ გუნდს, არც СКА-ს გუნდს და არც საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის გუნდს. ამ წარმატებამ მერაბ ნემსიწვერიძეს ქუთაისელ ალპინისტთა პოტენციალი დაანახა და 1990 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდი პამირში, საკმაოდ ამბიციური გეგმით გაემგზავრა, რომლის მიზანი პამირის სამივე შვიდი ათასმეტრიანი მწვერვალის: ლენინის (7125მ.) , კორჟენევსკის (7105მ.) და კომუნიზმის (7495 მ.) პიკების დალაშქვრა იყო. მათ საკმაოდ წარმატებით დაიწყეს ასვლა ლენინის პიკზე, მწვერვალიდან უკან დაბრუნების დროს მოხდა დიდი ტრაგედია, დაიღუპა საერთაშორისო ალპიურ ბანაკის (ე.წ.МАЛ-ის) 68 წევრი, რომლებიც მწვერვალის დალაშქვრისას, ერთ-ერთ სასიმაღლო ღამისთევის დროს ზვავში მოყვნენ. ბატონი მერაბის გუნდმა სამაშველო-საძიებო სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. მათ შეძლეს ნაპრალში ერთ–ერთი გარდაცვლილი ჩეხი გოგონას გვამის პოვნა. ექვს დღიანი სამაშველო–საძიებო სამუშაოს ოფიციალურად შეწყვეტის შემდეგ, გუნდი ვერტმფრენის საშუალებით გადაფრინდა ე. წ. მოსკვინას პლატოზე, მწვერვალ კომუნიზმის პიკის ძირში, სადაც წარმატებით დალაშქრეს მეორე კორჟენევსკის პიკი (7105მ.). სამწუხაროდ, საძიებო–სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის გამო, მათ ვერ მოახერხეს გეგმის სრული რეალიზაცია, მაგრამ მიღწეული წარმატება ყველა მოლოდინს აღემატებოდა.
1991-92 წლებში ქუთაისის ალპიური კლუბის გუნდი კიდევ ოჯერ ეწვია პამირს, სადაც მერაბ ნემსიწვერიძემ და ზოგიერთმა გუნდის წევრმა საერთო ჯამში შვიდჯერ დალაშქრეს პამირისა და იმდროინდელი საბჭოთა კავშირის უმაღლესი მწვერვალები.
1991-92 წლებში ქუთაისის ალპიური კლუბის გუნდი კიდევ ოჯერ ეწვია პამირს, სადაც მერაბ ნემსიწვერიძემ და ზოგიერთმა გუნდის წევრმა საერთო ჯამში შვიდჯერ დალაშქრეს პამირისა და იმდროინდელი საბჭოთა კავშირის უმაღლესი მწვერვალები.
1992 წელს მერაბ ნემსიწვერიძე და ცნობილი მთამსვლელი გია თორთლაძე შეყვანილი იყვნენ ევრაზიის ნაკრებ გუნდში (საბჭოთა კავშირის ნაკრების ანალოგი). ამ ნაკრების შემაგდენლობაში, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ჟანგბადის ბალონის გამოყენების გარეშე ბატონმა მერაბმა და გია თორთლაძემ დალაშქრეს ჰიმალაის გიგანტი მწვერვალი შიშა-პანგმა (8036მ.). ამ ასვლით ქართულ ალპინიზმში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ამავე წელს ოცწლიანი შესვენების შემდეგ მათ მიენიჭათ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება. 1993 წელს საერთაშორისო რუსულ-ბრიტანულ ექსპედიციის შემადგენლობაში დაიპყრეს ჰიმალაის გიგანტი მწ. დჰაულადირი (8167მ.). მანამდე უვალი ჩრდილოეთის კედლის ცენტრის გავლით, მწვერვალმა საერთაშორისო ალპინიზმის ასოციაცია UIAA-ეგიდით ჩატარებულ ,,ოქროს წერაყინის“ ნომინაციაში საპატიო მე-3 ადგილი მოიპოვა, რაც მათი სპორტული ოსტატობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იყო.
1993 წელს გია თორთლაძემ და მერაბ ნემსიწვერიძემ „ქართველ მთამსვლელთა ასოციაცია“ ჩამოაყალიბეს. 1995 წლამდე ამ ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი მერაბი იყო. გია თორთლაძის ხელმძღვანელობით დააფუძნეს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის (საბჭოთა) სამართალმემკვიდრე „საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაცია“, რომლის ჯერ თავმჯდომარის მოადგილე , ხოლო შემდეგი წლების განმავლობაში, გამგეობის წევრი ბატონი მერაბი გახლდათ.
1998 წელს მერაბ ნემსიწვერიძე ჰიმალაებში რვაათასიან მწვერვალ მანასლუზე (8145მ.) ავიდა, ხოლო 1999 წლის 26 მაისს საქართველოს მთამსვლელთა ნაკრებ გუნდთან ერთად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8850მ.) დალაშქრა. ამ გამარჯვებისათვის დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ და ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული .
1998 წელს მერაბ ნემსიწვერიძე ჰიმალაებში რვაათასიან მწვერვალ მანასლუზე (8145მ.) ავიდა, ხოლო 1999 წლის 26 მაისს საქართველოს მთამსვლელთა ნაკრებ გუნდთან ერთად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8850მ.) დალაშქრა. ამ გამარჯვებისათვის დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ და ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული .
კავკასიონზე, პამირის, ჰიმალაისა და ჩრდილო ამერიკაში დალაშქრული აქვს რიგი უსახელო მწვერვალებისა, რომელთაც უწოდა გამოჩენილ მამულიშვილთა თუ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების მიმდინარე მოვლენების შესაფერისი სახელები. მაგალითად: მწ. ,,თავისუფალი საქართველო" (კავკასიონი), მწ. ,,ქუთაისი" (კავკასიონი) , მწ. ,,დავით სარაჯიშვილი" (კავკასიონი). მწ. ,,გურამ ფანჯიკიძე" (კავკასიონი) , მწ. ,,UNION NATION" (აშშ) , მწ. ,,ამერიკა-500" (კავკასიონი) . მწ. ,,აია" (ჰიმალაი ნეპალი) , მწ. ,,საქართველოს პიკი" (აშშ), ,,საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ილია II-ის სახელობის პიკი" (კავკასიონი) , აშშ პრეზიდენტ „ბარაკ ჰუსეინ ობამას პიკი“(კავკასიონი) , ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერორისტის მიერ დახოცილი ახალგაზრდების ხსოვნისადმი მიძღვნილი „ანგელოზთა პიკი“ და სხვა.
მერაბ ნემსიწვერიძე 2001-2010 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ამავე წლებში ამერიკის ნაციონალური ალპინისტური კლუბის წევრი გახლდათ. დალაშქრული აქვს ამერიკის 50-მდე მწვერვალი, მათ შორის ჩრდილო ამერიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი (6193მ.) , მწ. ,,საქართველოს პიკი“, რომელიც მან ამერიკელ მთამსვლელ მეგობრებთან: ფრედ ბარტლისთან და პიტერ პიტერსონთან ერთად დალაშქრა კოლორადოს მთებში და მასზე საქართველოსა და ამერიკის დროშები ააფრიალა.
მერაბ ნემსიწვერიძე ამერიკის ალპიური კლუბის სპეციალური „ვარსკვლავით“ და სპეციალური დიპლომით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცებაში გაწეული წვლილისათვისაა დაჯილდოებული.
მერაბ ნემსიწვერიძე ამერიკის ალპიური კლუბის სპეციალური „ვარსკვლავით“ და სპეციალური დიპლომით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცებაში გაწეული წვლილისათვისაა დაჯილდოებული.
მერაბ ნემსიწვერიძეს ალპინიზმში მრავალი თაობა ჰყავს აღრზდილი (დაახლოებით 2500 კაცამდე) , მათ შორის ქართველები – ქუთაისიდან. ამ მუშაობისათვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება აქვს შესრულებული (არ მოუნიჭებიათ). ასევე არის სერტიფიცირებული სამთო მოთხილამურე. ჩრილო კავკასიაში განთავსებულ ტურისტულ კომპლექსებში სამთო თხილამურების ინსტრუქტორად მუშაობდა. მწვერვალ იალბუზის უნაგირადან სამჯერ არის დანაშვები.
ბატონი მერაბი დაკავებული იყო სპელეოლოგიით, გახლდათ ქუთაისის ტურისტული კლუბის –,,ოქროს ჩარდახის“ – სპელეოლოგიის სექციის ხელმძღვანელი. ორმოცწლიანი ალპინისტური კარიერის მანძილზე მსოფლიოს 550 მწვერვალზე მეტი აქვს დალაშქრული. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ალპინიზმის ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი ნაკრები ჰიმალაებში (ნეპალი) პიკი 4-ის დასალაშქრად (6738 მ.) აიყვანა. უამინდობის გამო მათ 6450 მეტრს მიაღწიეს, რის შემდეგაც იძულებული გახდნენ უკან დაშვებულიყვნენ.
ბატონი მერაბი დაკავებული იყო სპელეოლოგიით, გახლდათ ქუთაისის ტურისტული კლუბის –,,ოქროს ჩარდახის“ – სპელეოლოგიის სექციის ხელმძღვანელი. ორმოცწლიანი ალპინისტური კარიერის მანძილზე მსოფლიოს 550 მწვერვალზე მეტი აქვს დალაშქრული. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ალპინიზმის ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი ნაკრები ჰიმალაებში (ნეპალი) პიკი 4-ის დასალაშქრად (6738 მ.) აიყვანა. უამინდობის გამო მათ 6450 მეტრს მიაღწიეს, რის შემდეგაც იძულებული გახდნენ უკან დაშვებულიყვნენ.
მერაბ ნემსიწვერიძე ამჟამად იმერეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის პრეზიდენტია.
იგი განათლებით ისტორიკოსი გახლავთ. 1993 წელს დაამთავრა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსტიტეტი.
2004-2006 წლებში სწავლობდა აშშ-ს შტატ New jersey-ს Career Institute-ში მენეჯმენტის სპეციალობაზე.
დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის სახელობის მე–3 ხარისხის ორდენით, მრავალი სპორტული მედლით,
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საპატიო დიპლომით,
მერაბ ნემსიწვერიძეს სამთო–სათხილამურო აკადემია და მოსკოვის სპორტის ინსტიტუტის გერცენის სახელობის კათედრის მწვრთნელთა უმაღლესი დაოსტატების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
არის 50-მდე საგაზეთო და ჟურნალების პუბლიკაციების რესპოდენტი და მრავალი სტატიის ავტორი, გატაცებულია ფოტოგრაფიით და ექსტრემალური ვიდეოს გადაღებით. აქვს ფილმები.
2015 წლის ზაფხულში, ჰიმალებში მარტომ დალაშქრა მწვერვალი პარჩემო-პუჩე (6280მ.), მეპალის მთამსვლელთა ასოციაციის მიერ გადაეცა სერტიფიკატი. ამჟამად არის იმერეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის პრეზიდენტი.
მერაბ ნემსიწვერიძე უახლოეს პერიოდში ჰიმალაებში ახალ საერთაშორისო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
თენგიზ ლობჟანიძე
თენგიზ ლობჟანიძე 1948 წლის 3 იანვარს ქუთაისში დაიბადა. 1966 წელს ქუთაისის N 22 სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 1966–71 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. თენგიზ ლობჟანიძე 1972–82 წლებში მოსკოვის სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მიზნობრივ ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1971–77 წლებში ქუთაისის N1 სტომატოლოგიურ პოლიკნიკაში ექიმ–სტომატოლოგად მუშაობდა. 1977–79 წლებში მოსკოვის სტომატოლოგიის საკავშირო–სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში ქირურგიული სტომატოლოგიის პროფილით ჩაირიცხა. 1982 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 1983 წელს ქუთაისის N2 სტომატოლოგიური პოლიკნიკის მთავარ ექიმად დაინიშნა. 1986–88 წლებში ქუთაისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 1995–97 წლებში ქუთაისის სტომატოლოგიური კლინიკის გაერთიანების მთავარი ექიმი იყო. 1997 წლიდან დღემდე ქუთაისის რეგიონალური ცენტრის დირექტორია.
თენგიზ ლობჟანიძემ 2005 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 30 სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების და 2 მონოგრაფიის ავტორია. 2000 წელს პიერ ფოშარის სახელობის სტომატოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის წევრად აირჩიეს. არის იმპლატოლოგ–სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესის წევრი. 1995–2000 წლებში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს. 2005 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორია.
თენგიზ ლობჟანიძეს ,,tempus tatis"–ის, ,,intasis"–ისა და ,,Netvok"–ის საერთაშორისო გრანტები აქვს მიღებული. თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, რომის, ათენის, ნიუპორტის, ლონდონის, ვარშავის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ამსტერდამის, ჰელსინკისა და სტამბულის საერთაშორისო სიმპოზიუმების და კონგრესების მონაწილეა.
თენგიზ ლობჟანიძეს ჰყავს 3 ქალიშვილი და 8 შვილიშვილი.
კონსტანტინე სირბილაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტეციის ექსპერტი,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი
კონსტანტინე სირბილაძე 1955 წლის 11 მაისს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1962 წელს შევიდა და 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის 22-ე საშუალო სკოლა.
იმავე, 1972 წელს წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფაკულტეტის „გამომყვანი წარმოების ქიმიური ტექნოლოგიისა და მოწყობილობების“ სპეციალობაზე. 1974 წელს ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1977 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა და ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია მიენიჭა.
1978 წელს კონსტანტინე სირბილაძე ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქსოვისა და გამომყვანი წარმოების კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე იქნა მიწვეული და ამ პერიოდიდან მოყოლებული მისი მოღვაწეობა მჭიდროდ დაუკავშირდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
1983 წელს მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კონსტანტინე სირბილაძე ა. კოსიგინის სახელობის მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასპირანტურაში საფეიქრო მასალების ტექნოლოგიის სპეციალობაზე ჩაირიცხა. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, დარგის აღიარებული სპეციალისტების, რუსეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს გ. ე. კრიჩევსკისა და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის პროფესორის ვ. მ. ანისიმოვის ხელმძღვანელობით, სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „აზო-საღებრების ფოტოქიმიური გარდაქმნების მექანიზმის რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე საფეიქრო მასალების შეღებილობის შუქსტაბილიზაცია“ შეასრულა.
1986 წელს კონსტანტინე სირბილაძემ მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და უმაღლესი საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 1988 წელს ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტში უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე იქნაარჩეული.
კონსტანტინე სირბილაძისათვის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის კუთხით, განსაკუთრებით ნაყოფიერი 1988-1989 წლები იყო, როდესაც იგი სამეცნიერო სტაჟირებაზე ბუდაპეშტის (უნგრეთი) ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო მივლინებული. იქ უცხოელ პროფესორებთან – იშტვან რუსნაკსა და ანდრაშ ვიგთან ერთად მრავალ საერთაშორისი სამეცნიერო პროექტში მონაწილეობდა. ბატონი კონსტანტინე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის სამეცნიერო ჟურნალებში სამეცნიერო ნაშრომებს აქვეყნებდა.
1990 წელს, მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ, დოცენტის თანამდებობაზე იქნა არჩეული. ხოლო 1996 წელს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიენიჭა.
1998 წელს კონსტანტინე სირბილაძე მსუბუქი მრეწველობის ქიმიური ტექნოლოგიის გაერთიანებული კათედრა-დეპარტამენტის გამგის თანამდებობაზე დაინიშნა. 2003 წლიდან იგი – ჯერ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო სწავლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 2005 წლიდან დეკანად დაინიშნა. 2004 წელი სამეცნიერო მოღვაწეობის კუთხით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ამ წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შეღებილი საფეიქრო მასალების ფოტოქიმიური გარდაქმნების კანონზომიერებების დადგენა, შუქშედეგობის ამაღლების შესაძლებლობების კვლევა და ტექნოლოგიის შემუშავება “, რის შედეგადაც საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა და საფეიქრო მრეწველობის ტექნოლოგიის, მოწყობილობებისა და საქონელმცოდნეობის კათედრაზე პროფესორად იქნა არჩეული.
2005 წელს კონსტანტინე სირბილაძეს ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა.
2006 წელს საქართველოს მთავრობის 23 თებერვლის N39 დადგენილებით, ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ შეიქმნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც კონსტანტინე სირბილაძე სრულ პროფესორად იქნა არჩეული და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანად იქნა დანიშნული.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებით, კონსტანტინე სირბილაძე 2007 და 2010 წლებში უნივერსიტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იქნა არჩეული.
კონსტანტინე სირბილაძე 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია საქართველის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ჩეხეთის, პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში.
კონსტანტინე სირბილაძის მოღვაწეობა მხოლოდ აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება. 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის უზრულველყოფის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტადაა დანიშნეს.
2015 წლიდან კონსტანტინე სირბილაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრადაა დანიშნული. გარდა ამისა, იგი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს მდივანია.
2015 წლიდან კონსტანტინე სირბილაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრადაა დანიშნული. გარდა ამისა, იგი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სასწავლო პროცესის მართვის საბჭოს მდივანია.
ალმა ვასილის ასული ყიფიანი 1949 წლის 29 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა.
1957 წელს ქალაქ ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლის პირველ კლასში შევიდა, რომელიც ვერცხლის მედლით 1966 წელს დაამთავრა. 1968 წელს სწავლა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პურის ცხობის, მაკარონისა და საკონდიტრო წარმოების ტექნოლოგიების სპეციალობაზე გააგრძელა, რომლის სრული კურსი 1973 წელს ინჟინერ–ტექნოლოგიის კვალიფიკაციით დაამთავრა.
ალმა ყიფიანი1973 წელსვე აღნიშნული ინსტიტუტის კვების საწარმოთა ტექნოლოგიისა და მოწყობილობის კათედრაზე უფროსს ლაბორანტად დატოვეს.
1990 წელს აკადემიკოსს ოთარ კვესიტაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,თერმოფილური მიკრომიცეტების ფერმენტული პრეპარატების მიღება და მათი გამოყენება კვების მრეწველობაში," რისთვისაც უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
1978–1993 წლებში ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების საწარმოთა ტექნოლოგიისა და მოწყობილობის კათედრაზე – ასისტენტად, შემდეგ კი უფროსს მასწავლებლად მუშაობდა.
ალმა ყიფიანს 1996 წელს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ დოცენტის სამეცნიერო–პედაგოგიური წოდება მიენიჭა.
1999–2006 წლებში ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კვების პროდუქტთა წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე დოცენტად აირჩიეს.
ქალბატონი ალმა 2006 წლიდან დღემდე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. 60–მდე სამეცნიერო ნაშრომი ადგილობრივ და საზღვარგარეთულ ჟურნალებსა და სამეცნიერო შრომების კრებულში აქვს გამოქვეყნებული. არის მრავალი სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი და ექსპერტი. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები: ,,კვების პროდუქტების წარმოების ბიოტექნოლოგია" და ,,ტექნიკური ბიოქიმია."
ალმა ყიფიანს ჰყავს მეუღლე – ინჟინერ–მექანიკოსი გიორგი ტიტეს ძე კოპალეიშვილი, შვილი – ფარმაცევტ–ტექნოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თინათინ კოპალეიშვილი და შვილიშვილები – 4 წლის გიორგი და წლინახევრის დათუნა.
ანა ყიფიანი
ანა ვასილის ასული ყიფიანი ქალაქ ქუთაისში 1959 წლის 16 მაისს დაიბადა.
1976 წელს ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მიღებული აქვს მუსიკალური განათლება.
1979 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე და 1985 წელს თერაპევტის სპეციალობით დაასრულა.
ანა ყიფიანმა 1985–86 წლებში ინტერნატურა ქუთაისის ავტოქარხნის მედ. სან. ნაწილში გაიარა. 1985–2003 წლებში ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის მოზრდილთა N1 პოლიკნიკაში უბნის ექიმ–თერაპევტად მუშაობდა.
1989 წელს მონაწილეობა მიიღო ფირმა ,,Meel"-ის მიერ მოწყობილი სიმპოზიუმის მუშაობაში თემით: ,,ფომოტოქსიკოლოგია ჯიდი ფომეოპათიასა და ძირითად მედიცინას შორის."
ანა ყიფიანი 1998 წლიდან დღემდე ქუთაისის უნივერსიტეტში ექიმ–თერაპევტად მუშაობს. 2010 წლიდან შპს ,,მშვილდოსანში" სამედიცინო წარმომადგენელია. 2014–2015 წლებში შპს ,,ფარმავუდში" ექიმ–თერაპევტად მუშაობდა.
ანა ყიფიანს ჰყავს მეუღლე დავით დავითულიანი, რომელიც ინჟინერ–მექანიკოსია. შვილები: ნათია დავითულიანი, ინგლისური ენის და ლიტერატურის სპეციალისტია, ხოლო ერმილე დავითულიანი – ეკონომისტი. ქალბატონ ანას ჰყავს 2 შვილიშვილი: 12 წლის გუგა და ერთი წლის გვანცა.
ციცინო ნანიკაშვილი
ციცინო დავითის ასული ნანიკაშვილი ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში 1949 წლის 30 იანვარს დაიბადა. 1956–60 წლებში გურნის საშუალო სკოლაში სწავლობდა, ხოლო 1960 წლის სექტემბრიდან – ქუთაისის N 22 საშუალო სკოლაში. 1966 წელს წარჩინებით (ვერცხლის მედალზე) დაამთავრა ქუთაისის 22–ე სკოლა. ხოლო 1971 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი წარჩინებით დაასრულა.
ციცინო ნანიკაშვილს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მეთოდისტი მასწავლებლისა და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდებები აქვს მინიჭებული, დაჯილდოებულია ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით.
ციცინო ნანიკაშვილი 1987 წელს მასწავლებელთა VI ყრილობის დელეგატად აირჩიეს. 1971 წლიდან 2013 წლამდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1971–73 წლებში სამტრედიის რაიონის დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად გაანაწილეს.
ქალბატონი ციცინო 1975–1980 წლებში ქუთაისის მე–8 საშუალო სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ხოლო 1980–1985 და 1989–2013 წლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N 1 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილე გახლდათ და თან მათემატიკას ასწავლიდა.
1985–1988 წლებში ქალბატონი ციცინო ქუთაისის N 27 სკოლის დირექტორი გახლდათ.
ციცინო ნანიკაშვილი 2013 წლიდან დღემდე შპს ,,ზურმუხტი 2009"–ის დირექტორის მოადგილედ მუშაობს.
აკაკი ძნელაძე
წარჩინებული კურსდამთავრებული აკაკი ძნელაძე სკოლაში გვესტუმრა.
.
აკაკი ძნელაძე 1973–1978 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1987–1990 წლებში მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი იყო. ბატონი აკაკი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გახლავთ.
აკაკი ძნელაძე 2012 წლიდან დღემდე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია, 2011 წლიდან კი – შმპ ,,კომპიუტერული სისტემების ლაბორატორიის" ინსტრუქტორი.
ბატონი აკაკი 1990–2006 წლებში ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის კათედრის დოცენტი იყო. 1999–2005 წლებში კი – პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ცენტრის კომპიუტერის მასწავლებელი. 1998–2000 წლებში იგი საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთის ბიუროს საორგანიზაციო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
აკაკი ძნელაძე 1981–1985 წლებში სასწავლო პროცესის მართვის ლაბორატორიის უფროსი ინჟინერ–პროგრამისტი გახლდათ, ხოლო 1978–1981 წლებში – ქუთაისის საავტომობილო ქარხნის გამოთვლითი ცენტრის დაპროგრამების ჯგუფის უფროსი.
ბატონ აკაკის ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
გამოცემული
სახელმძღვანელოები
და
მონოგრაფიები
დასახელება
|
გამომცემლობა
|
წელი
|
პერსონალურ კომპიუტერზე
მუშაობის საფუძვლები
|
ქუთაისის სახელმწიფო
ტექნიკური უნივერსიტეტი
|
1991
|
პერსონალურ კომპიუტერზე
მუშაობის საფუძვლები (მეორე გადამუშავებული გამოცემა)
|
ქუთაისის სახელმწიფო
ტექნიკური უნივერსიტეტი
|
1996
|
ბეისიკზე დაპროგრამების
საფუძვლები
|
ქუთაისის სახელმწიფო
ტექნიკური უნივერსიტეტი
|
1997
|
პერსონალურ კომპიუტერზე
მუშაობის საფუძვლები (მესამე გადამუშავებული გამოცემა)
|
ქუთაისის სახელმწიფო
ტექნიკური უნივერსიტეტი
|
1998
|
პერსონალურ კომპიუტერზე
მუშაობის საფუძვლები (მეოთხე გადამუშავებული გამოცემა)
|
ქუთაისის სახელმწიფო
ტექნიკური უნივერსიტეტი
|
2001
|
პერსონალური კომპიუტერის
გამოყენების საფუძვლები 1: ძირითადი მოწყობილობები, Windows 98 და Word 97 (მეხუთე
გადამუშავებული გამოცემა)
|
საგამომცემლო ცენტრი
ქუთაისი
|
2003
|
პერსონალური
კომპიუტერის გამოყენების საფუძვლები 2: Excel 97 და ინტერნეტი (მეხუთე გადამუშავებული გამოცემა)
|
საგამომცემლო
ცენტრი ქუთაისი
|
2004
|
ინფორმატიკა: კომპიუტერები
და საინფორმაციო სისტემები
|
საგამომცემლო ცენტრი
ქუთაისი
|
2005
|
კომპიუტერი დამწყებთათვის
1: ძირითადი მოწყობილობები, Windows XP და Word 2003 (მეექვსე გადამუშავებული და
შევსებული გამოცემა)
|
საგამომცემლო ცენტრი
ქუთაისი
|
2006
|
კომპიუტერი დამწყებთათვის
2: Excel 2003 (მეექვსე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა)
|
საგამომცემლო ცენტრი
ქუთაისი
|
2008
|
კომპიუტერი დამწყებთათვის
(მეშვიდე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა)
|
საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი
|
2008
|
კომპიუტინგი
|
საგამომცემლო ცენტრი
ქუთაისი
|
2008
|
მაღალსაიმედო კომპიუტერული სისტემების ფუნქცონალური
საიმედოობის ანალიზი
|
აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა
|
2014
|
ბესარიონ ხვისტანი
ბესარიონ ვლადიმერის ძე ხვისტანი ქალაქ ქუთაისში 1963 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. ქალაქ ქუთაისის N22 სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა. ბესარიონ ხვისტანმა ჯერ მორჩილად, შემდეგ კი მედავითნედ დაიწყო მოღვაწეობა. კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით წარმატებით დაასრულა ჯერ მცხეთის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი – თბილისის სასულიერო აკადემია. ბესარიონ ხვისტანი ანჩისხატის პირველ მედავითნედ დაინიშნა. მედავითნეობა მოუწია კომანშიც (აფხაზეთის ტერიტორიაზე) პატრიარქის ნაკურთხ წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, სადაც წმინდანის სარკოფაგია დაცული.
1989 წელს, აკადემიის I კურსის სტუდენტი, გერმანიის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში წავიდა სასწავლებლად, რომლის რექტორიც პრელატი დოქტორი რაუხი იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაოჯახდა. 2005–2009 წლებში სწავლა მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტში მართლმადიდებლური ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. დაამუშავა თემა: ,,არაბთა შემოსევების პერიოდში მოწამე ქართველ მარტვილთა ცხოვრება."
ბესარიონ ხვისტანი 1991 წლიდან ქალაქ ქუთაისის ხარების ტაძრის მღვდელმსახური, ხოლო 1992 წლიდან გელათის სასულიერო აკადემიის პრორექტორია. რამოდენიმე წლის განმავლობაში ცაგერის რაიონში მოღვაწეობდა.
ბესარიონ ხვისტანი დეკანოზია, დაჯილდოებულია გაბრწყინებული ჯვრით და არის მიტვროსანი. სასულიერო აკადემიაში საეკლესიო სამართალსა და პატროლოგიას ასწავლის. იგი მეუღლესთან ერთად სამშობლოს 12 შვილს უზრდის. დავითი, მარიამი, კონსტანტინე, ანა, ნინო, სალომე, თეკლა, გიორგი, ქეთევანი, იოანე, ვლადიმერი და ანდრია მამა ბესარიონის შვილებია. მამაოს მიაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი პირობა შვილთა სიმრავლეა!
იზოლდა დიდბარიძე
იზოლდა დიდბარიძე 1996–99 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლობდა, სადაც მისი ხელმძღვანელი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის გამგე რ. გიგაური იყო. ამ პერიოდში მის მიერ სინთეზირებული და კვლევის ფიზო–ქიმიური მეთოდებით ბუნებაში უცნობი 54 ახალი კომპლექსური ნაერთი იქნა შესწავლილი.
ქალბატონმა იზოლდამ 1999 წელს დისერტაცია დაიცვა და ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. ამის შემდეგ არაორგანულ ქიმიასა და ფიზიკურ ქიმიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ფაკულტეტზე აიმაღლა კვალიფიკაცია.
იზოლდა დიდბარიძე უკვე 30 წელია აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. მას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის – 1 მონოგრაფია და 1 გამოგონება, გამოცემული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოები, საქართველოს და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში მრავალი სამეცნიერო სტატია აქვს დაწერილი. იგი მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდა. არის საქართველოს ქიმიური საზოგადოების წევრი.
იზოლდა დიდბარიძეს ჰყავს მეუღლე გიორგი ვაშაყმაძე, ორი შვილი – ლაშა და ეკატერინე და ერთი შვილიშვილი.
მერაბ დუტუს ძე თაბუკაშვილი 1960 წლის 21 ივლისს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1967 წელს სასწავლებლად ქალაქ ქუთაისის ვ. მაიაკოვსკის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში შევიდა. 1974 წელს სწავლა ქალაქ ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლაში გააგრძელა. სრული კურსი 1977 წელს დაასრულა. 1978 წელს წარმატებით ჩააბარა ქალაქ ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომობილებისა და ტრაქტორების მშენებლობის ფაკულტეტზე. 1982 წელს ზემოთხსენებული ინსტიტუტის სრული კურსი დაასრულა.
1985–88 წლებში ქალაქ მოსკოვში ასპირანტურაში სწავლობდა. /КАМН / აქვე მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიენიჭა.
მერაბ თაბუკაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.
სოფიო ბრეგაძე
ქუთაისში ახსოვთ 80–იანი წლები... პოეტი გოგონა 22–ე სკოლიდან...
სოფიო ბრეგაძის და, დოდო იგონებს : ,,თაროდან ხმა მომესმა, ნაცნობი, ახლობელი... სიყვარულის სუნთქვამ თავბრუ დამახვია... კარადა გამოვაღე... თაროზე განმარტოებით დაფიქრებულ, მიტოვებულ სევდას შევეხე... კითხვას უნებურად დავეწაფე... მწყურვალი სული ვერ მოვითქვი... ცხადად დავინახე... ბევრი წლის წინ... ჩემი დაიკო– ერთდროულად სიფრიფანა და ბობოქარი, მშვიდი და ჟინით მებრძოლი, ჩიტივით მფრთხალი და სიმართლისთვის შეუპოვარი... გამახსენდა და უსაშველო სითბოში გავეხვიე, საოცრად ბედნიერი და ამაყი გავხდი, ,,გულის ღადარში გახვეული ცეცხლის წინწკლები დასხდნენ კვირტებად"... უნებურად მოვიდა სურვილი თქვენთვის მომეწვდინა ხმა წარსულიდან... მინდა შეგახვედროთ პატარა სოფოს, რომელიც მაშინ, 13 წლის ასაკში ასე ფიქრობდა... გრძნობდა... ამბობდა..."
მე და წვიმა
წვიმს...
კვლავ უსასრულოდ ცრის...
ჩურჩული მესმის ცის...
,,მიწავ, მენდეო,
გიგზავნი ურიცხვ ცრემლს
შენ ამაყ გულს რომ სცემს,
არ დაბერდეო!"
ცრის...
ვუცქერ მიწას და ცას,
ვუსმენ დიალოგს წყნარს;
(ჯერ არ ბინდდება)
ვითვლი დარდსა და ფიქრს,
ურიცხვ წლადქცეულ ფიფქს
და არ მწყინდება.
ქრის...
ქარი უზომოდ ჰქრის... ყოველ ობოლს და ქვრივს
მიუკაკუნებს.
კვლავ უსაშველოდ წვიმს...
ნიაღვარია წყლის ზეცის გვირგვინს რომ წნავს
და ჩვენ გვარგუნებს.
...მეც ვერთვი წვეთთა ზღვას,
ფიქრთა ვერ ვარჩევ ზღვარს
და თავს მივენდე:
ვსრეს აგორებულ ზვავს,
გულს სინანული სწვავს:
რად გავიმეტე? (!) ...
ქარი გადაშლის მკლავს,
სევდა ბობოქრობს, მკლავს,
მე არ ვღონდები(!)
ვიხსენებ ყველა კარგს
და ცას ავყვები კვლავ,
გზად დავგორდები.
ახლა მზე მომდებს შარს:
,,ბურუსს ვერ ვიტან შავს,
ლამის გავხევდე!"
წვიმა გასცილდა თვალს,
ვიწყებ სხივების თვლას
და ვერ ვახერხებ.
...ტირის ტირიფი კვლავ,
ჩვენ მონატრება გვკლავს
და არ გვასვენებს.
...ცა გადმოგვხედავს ძირს
და თან შვიდფერა მძივს
ამოასვენებს.
23. 07. 1988წ.
. . .
ჩემი თვალები რასაც გეტყვით,
ისა ვარ შიგნით, წრფელი დარდის და სიხარულის
არა ვარ ტაბუ;
ვგევარ ზამთრიდან
გაზაფხულზე მოგზავნილ შიკრიკს,
ნედლი მიწიდან თეთრ ზეცამდე
თოვლივით გაბმულს. ისე კი მარტო, დედაჩემის
ვარ გრძელი ფიქრი,
მამაჩემისთვის ნაჯობნი ვარ
უამეს სალბუნს.
მიყვარს მზისაგან დეკემბერში
ვარდების თესვა,
მომწონს ,,საწყალი, ორპირს, ფშანზე
გაზრდილი ბიჭი."
ვარ ალავერდი, სადღეგრძელო
ვინც დღეზე შესვა.
მტრის სიყვარულიც მე ძალიან
არასდროს მიჭირს.
...მოკლედ თუ გინდა გეტყვი მხოლოდ,
რაცა ვარ, ეს ვარ,
...ოღონდ სიკვდილის და დაცემის
არა მაქვს ნიჭი.
1989წ.
ის პატარა, სიფრიფანა გოგონა დღეს საუკეთესო დედა და ექიმია.
სოფიო ბრეგაძე 1975 წლის 25 ივლისს დაიბადა. ქალაქ ქუთაისის N 22 სკოლა 1992 წელს დაამთავრა. იყო გოქაძის სახელობის სტიპენდიანტი. სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა. 2004 წელს კლინიკური ორდინატურა დაამთავრა.,,მიწავ, მენდეო,
გიგზავნი ურიცხვ ცრემლს
შენ ამაყ გულს რომ სცემს,
არ დაბერდეო!"
ცრის...
ვუცქერ მიწას და ცას,
ვუსმენ დიალოგს წყნარს;
(ჯერ არ ბინდდება)
ვითვლი დარდსა და ფიქრს,
ურიცხვ წლადქცეულ ფიფქს
და არ მწყინდება.
ქრის...
ქარი უზომოდ ჰქრის... ყოველ ობოლს და ქვრივს
მიუკაკუნებს.
კვლავ უსაშველოდ წვიმს...
ნიაღვარია წყლის ზეცის გვირგვინს რომ წნავს
და ჩვენ გვარგუნებს.
...მეც ვერთვი წვეთთა ზღვას,
ფიქრთა ვერ ვარჩევ ზღვარს
და თავს მივენდე:
ვსრეს აგორებულ ზვავს,
გულს სინანული სწვავს:
რად გავიმეტე? (!) ...
ქარი გადაშლის მკლავს,
სევდა ბობოქრობს, მკლავს,
მე არ ვღონდები(!)
ვიხსენებ ყველა კარგს
და ცას ავყვები კვლავ,
გზად დავგორდები.
ახლა მზე მომდებს შარს:
,,ბურუსს ვერ ვიტან შავს,
ლამის გავხევდე!"
წვიმა გასცილდა თვალს,
ვიწყებ სხივების თვლას
და ვერ ვახერხებ.
...ტირის ტირიფი კვლავ,
ჩვენ მონატრება გვკლავს
და არ გვასვენებს.
...ცა გადმოგვხედავს ძირს
და თან შვიდფერა მძივს
ამოასვენებს.
23. 07. 1988წ.
. . .
ჩემი თვალები რასაც გეტყვით,
ისა ვარ შიგნით, წრფელი დარდის და სიხარულის
არა ვარ ტაბუ;
ვგევარ ზამთრიდან
გაზაფხულზე მოგზავნილ შიკრიკს,
ნედლი მიწიდან თეთრ ზეცამდე
თოვლივით გაბმულს. ისე კი მარტო, დედაჩემის
ვარ გრძელი ფიქრი,
მამაჩემისთვის ნაჯობნი ვარ
უამეს სალბუნს.
მიყვარს მზისაგან დეკემბერში
ვარდების თესვა,
მომწონს ,,საწყალი, ორპირს, ფშანზე
გაზრდილი ბიჭი."
ვარ ალავერდი, სადღეგრძელო
ვინც დღეზე შესვა.
მტრის სიყვარულიც მე ძალიან
არასდროს მიჭირს.
...მოკლედ თუ გინდა გეტყვი მხოლოდ,
რაცა ვარ, ეს ვარ,
...ოღონდ სიკვდილის და დაცემის
არა მაქვს ნიჭი.
1989წ.
ის პატარა, სიფრიფანა გოგონა დღეს საუკეთესო დედა და ექიმია.
სოფიო ბრეგაძე 2001–2008 წლებში თბილისის სტუდენტთა და განათლების მუშაკთა სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში ექიმი–ნევროპათოლოგი იყო. 2005–2006 წლებში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი გახლდათ, 2006 წლიდან დღემდე კი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმია. საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს შრომები კლინიკურ ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში.
სოფიო ჩირაძე
სოფიო ჩირაძე 1983 წლის 22 აგვისტოს დაიბადა. ქუთაისის
N 22 სკოლა 1998 წელს დაამთავრა. 2001 წელს ხელოვნების სახელობის ლიცეუმი, ხოლო 2005 წელს გრიგოლ ხანძთელის სახელობის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი დრამატული თეატრის მსახიობის სპეციალობით დაასრულა.
2001 წლიდან დავით კლდიაშვილის სახელობის ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრში მუშაობს, 2005 წლიდან კი – ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ–დრამატული თეატრის მსახიობია.
სოფიო ჩირაძეს ბევრი საინტერესო როლი აქვს შესრულებული :
ნინო – ა. მხეიძის ,,არჩევანი მე."
რიტა – ედუარდო დე ფილიპოს ,,ცილინდრი."
ენი – თომას ბრანდონის ,,ჩარლის დეიდა."
მართა – დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი."
ჰერმია – უ. შექსპირის ,,ზაფხულის ღამის სიზმარი."
ცქმუნა – ვაჟა–ფშაველას ,,სათაგური."
დონა ანა – მოლიერის ,,დონ ჟუანი."
ჟენევიევა – ,,ბლეზი."
მაცაცო – ,,ღია შუშაბანდი."
მარიკიტა – პროსპერ მერიმეს ,,ანტონიოს ცდუნება."
როზალინა – უ. შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა" და სხვ.
სოფიო ჩირაძეს 2013–2014 წლებში მაროკოსა და სუდანის ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე ,,ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის" მიღებული აქვს პრიზი, ხოლო 2015 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გადაეცა პრიზი ისევ ,,ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის."
ეკა გვეტაძე
ეკა გვეტაძე 1969 წელს 27 აგვისტოს დაიბადა. 1975–1986 წელს სწავლობდა ქუთაისის N22 სკოლაში. 1996 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა. 2000 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა. 2014 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტია. 2002 წლიდან დღემდე აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის ბიოეთიკის მასწავლებელია.
ეკა გვეტაძე 2008–2009 წლებში ,,ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის" ფსიქოლოგი იყო, 2009 წლიდან დღემდე – ,,GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" ფსიქოლოგია, 2009–2010 წლებში ,,World Vision საქართველო", პროექტი ,, Life" – კონსულტანტ–ფსიქოლოგი იყო, 2010–2015 წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროექტის ,,უგზო–უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის" ფსიქოლოგი გახლდათ, 2010 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლექტორია, 2012–2013 წლებში SOS ბავშვთა სოფლის კონსულტანტ–ფსიქოლოგი იყო, 2013 წლიდან განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის დირექტორია, 2015 წლიდან კი –World Vision საქართველოს ფსიქოლოგი.
მამუკა ამბროლაძე 1970 წლის 13 თებერვალს ქუთაისში დაიბადა. ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა 1987 წელს დაამთავრა. 1988–90 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური ქალაქ ხმელნიცკში გაიარა. 1990 წელს სწავლა ქალაქ თბილისის სახანძრო დაცვის ტექნიკუმში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ორგანიზაციისა და ტექნიკის სპეციალობით გააგრძელა, რომელიც 1992 წელს დაამთავრა და პოლიციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. იმავე წელს სწავლა სახანძრო ტექნიკურ კოლეჯში გააგრძელა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ,,ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ინჟინრის" კვალიფიკაცია მიენიჭა და მუშაობა ქალაქ ქუთაისის ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციაში შემავალ N39 სახანძრო ნაწილში ნაწილის უფროსად დაიწყო.
მამუკა ამბროლაძე 1996 წელს სწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გააგრძელა , რომლის სრული კურსი 2001 წელს დაამთავრა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინჟინერ–იურისტის კვალიფიკაცია და პოლიციის მაიორის წოდება მიენიჭა. 2001 წელს ქალაქ ქუთაისის N 1 ხანძარსაწინააღმდეგო რაზმში რაზმის უფროსად, ხოლო 2005–2015 წლებში ქალაქ ქუთაისის N 1 სახანძრო–სამაშველო განყოფილების უფროსად დანიშნეს.
მამუკა ამბროლაძე 2015 წლიდან საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
დიმიტრი სულაქველიძე
დიმიტრი ჯონდოს ძე სულაქველიძე 1979 წლის 9 თებერვალს ქუთაისში დაიბადა. ქუთაისის N 22 სკოლა 1994 წელს დაამთავრა. 1994–96 წლებში ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2001 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. 2001 წელს წარჩინებით გაიარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო ატესტაცია. 2001–2002 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობდა. დიმიტრი სულაქველიძე 2004 წელს ატესტაციისა და გამოცდების შედეგად ქუთაისის მერიის მუხნარის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა. 2008 წელს წარჩინებით გაიარა პოლიციის აკადემიის უბნის ინსპექტორ–გამომძიებლის საბაზისო კურსი. ამავე წლიდან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე–2 განყოფილების უბნის ინსპექტორ–გამომძიებლად დაინიშნა, 2009 წლიდან ამავე განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელი იყო. 2011 წელს პოლიციის აკადემიაში წარჩინებით გაიარა დეტექტივ–გამომძიებლის კურსი და მე–2 განყოფილებაში დეტექტივ–გამომძიებლად დაინიშნა. 2012 წელს პოლიციის აკადემიაში ამჯერად უკვე დაწინაურების კურსი გაიარა და 2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილების უფროსის მოადგილეა. არის პოლიციის კაპიტანი.
დიმიტრი სულაქველიძეს ჰყავს მეუღლე – დიასახლისი ნანა ჭელიძე და შვილი – ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სულაქველიძე.
ძაან მაგარი და საამაყოა, როცა ასეთი კურსდამთავრებულები გყავს. გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი საამაყო თაობების გაზრდა
ReplyDelete