,, ჩემი სკოლის მატიანე "
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა
Wednesday, 1 February 2017
Friday, 4 December 2015
მთავარი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, საფიჩხიაზე, განათლების ქუჩა N64–ში მდებარეობს.
შენობის ფართობი შეადგენს 3377,59კვ.მ–ს.
ეზოს ფართობია 464,28 კვ.მ.
ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოკლე ისტორია :
1907 წელი. ზემო საფიჩხიაზე, ფიცრულ ქოხში დასახლდა ნესტორ გოქაძე. ამავე წელს ზემო საფიჩხიის
უბნის კრება ჩატარდა. სკოლისათვის ადგილის გამოყოფისა და შენობის აგების შესახებ, განათლების ინსპექტორისა და გუბერნატორისადმი მიმართვის ტექსტი იქნა შემუშავებული.
1908 წელი. ვლადიმერ გვეტაძისაგან ნაქირავებ ბინაში
გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა ოთხი განყოფილებით (გამგე ნესტორ გოქაძე).
1910 წელი. პირველ იანვარს სკოლის ახალი შენობა გაიხსნა.
1914 წელი. სკოლაში უკვე 70 ბავშვი სწავლობდა.
1914 წელი. სკოლაში უკვე 70 ბავშვი სწავლობდა.
1919 წელი. საფიჩხიის სკოლას მესამე ოთხწლედი ეწოდა.
1924–27 წ.წ. მაღალი ტიპის სკოლის სახელი მიენიჭა.
1928–30 წ.წ. სკოლის ბაზაზე წერა–კითხვის
უცოდინართა საკვალიფიკაციო საღამოს სკოლა ჩამოყალიბდა .
1932 წელი. ეწოდა მე–14 არასრული სკოლა – შვიდწლედი.
1942–53წ.წ. სკოლა ატარებდა ქალთა მე–9 საშუალო სკოლის
სახელს.
1954 წლიდან მოიხსენიება ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლად
(ქალებისა და ვაჟების შეერთების გამო).
1994 წლიდან ისევ არასრული საშუალო სკოლაა ( ცხრაწლიანი).
2004 წლიდან 22–ე საშუალო სკოლაა.
2005 წლიდან 22–ე საჯარო სკოლა ეწოდა.
.
1910 წელს სკოლის პირვანდელი შენობა აიგო.
. 1971 წელს სკოლისთვის პირველი ოთხსართულიანი
კორპუსი აიგო .
. 1981 წელს ხუთსართულიანი მეორე კორპუსი აიგო.
სკოლის დირექტორები:
1.
ნესტორ
გოქაძე (1910–1936 წლები)
2.
ნადია
ერისთავი (1936–1975 წლები)
3.
დიმიტრი თაბუკაშვილი (1975–1984 წლები)
4.
გიული გვიშიანი
( 1984–1987 წლები)
5.
ნუნუ ქათამაძე
( 1987–2006 წლები )
6.
თეა ჩხეტია (2006 –2012 წლები)
7.
ლევან ბუაძე
(2012–2015 წლები)
8.
ნინო ელბაქიძე
(2015 წლიდან დღემდე)
ჩვენ შესახებ
ჩვენ 22–ე სკოლელები ვართ და ბლოგის შექმნა ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – ,,ჩემი სკოლის მატიანე" – მონაწილეობამ გადაგვაწყვეტინა.
მიზნად ბლოგზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მატიანის განთავსება დავისახეთ. ამ ბლოგით კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს შევმატებთ ქართულ მატიანეს!
რა თქმა უნდა, კონკურსში მონაწილეობა გამარჯვების სურვილსაც გულისხმობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში თავს მაინც გამარჯვებულად ვიგრძნობთ, რამეთუ საშვილიშვილო საქმეს მოვკიდეთ ხელი!
ჩვენი ფიქრები ახლა სულის სიღრმეში აჟღერებულ ორკესტრს უფრო წააგავენ, ვიდრე უბრალო მოკვდავების ყოველდღიურ ოცნებებს. დიდხანს ვფიქრობდით, როგორი ფორმით გადმოგვეცა სკოლის წარსული. ბოლოს ყველა ფიქრს თავი მოვუყარეთ და დავიწყეთ ჩვენი თავის მობილიზება. ის სიტყვები, რომლებსაც ახლა ვწერთ, არ გვაკმაყოფილებენ, კობოფუტურისტებივით გვსურს საკუთარი, იმდენად საკუთარი სიტყვები ვეძებოთ, რომ ბგერებიც კი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდეს. ერთი სიტყვით, რაღაც სხვაგვარად, ორიგინალურად გვსურს გადმოგცეთ სათქმელი. რამდენად კარგად გამოგვივა, ეს მკითხველისთვის მოგვინდვია.
აი, ჩვენც:
1. ბაქარ ბრეგაძე ( I X კლასი)
2. ლაურა ჩაჩუა ( I X კლასი)
3. ანა გელაძე ( X კლასი)
4. გიორგი სულაქველიძე ( X კლასი)
5. მარიამ ფორჩხიძე ( X კლასი)
6. მარიამ გელაძე ( X I კლასი)
7. ანი ბუხაიძე ( X I კლასი)
1. ბაქარ ბრეგაძე
მე ვარ ბაქარ ბრეგაძე, ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე. 2001 წლის 19 აგვისტოს დავიბადე. ვარ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ( თუ რაიმე საინტერესოდ მივიჩნიე). მყავს პატარა ოჯახი: დედა, მამა, ძმა, მამიდა და ბებო. ჩემი ჰობია ფეხბურთი, რაშიც წარმატებებსაც ვაღწევ.
როდესაც ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, ბლოგზე მუშაობის სურვილი გამიჩდა. შეუძლებელია არ გაინტერესებდეს ისტორია იმ ადგილისა, სადაც 12 წლის გატარება გიწევს. კონკურსში მონაწილეობამ გამიღვივა გამარჯვების სურვილიც, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ვიქნები, რადგან ასეთ კარგ საქმეს მოვკიდე ხელი.
2. ლაურა ჩაჩუა
მე ვარ ლაურა ჩაჩუა, ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე. 2001 წლის 16 ივნისს თბილისში დავიბადე. ამჟამად 14 წლის ვარ.
ჩემი ჰობია: სიმღერა, ცეკვა, თავისუფალ დროს წიგნების კითხვა, მოგზაურობა. მიყვარს ექსტრემი, ბოულინგის თამაში, გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება. ვარ ძალიან მხიარული და მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა.
როდესაც ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, ძალიან გამეხარდა, რადგან შესაძლებლობა მომეცა, მშობლიური სკოლის ისტორიის შექმნაში ჩემი წვლილიც შემეტანა .
3. ანა გელაძე
მე ვარ ანა გელაძე. 2000 წლის 26 მარტს ქალაქ ქუთაისში დავიბადე. ვარ ქუთაისის 22–ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. ჩემი ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: მამა, დედა, მე და უმცროსი ძმა.
მოტივაციის ან თვითმოტივაციის წყარო შეიძლება ადამიანისთვის ბევრი რამ არსებობდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარია მიზანდასახულობა, ,,მხოლოდ მიზნის არსებობას მოაქვს სიცოცხლისთვის აზრი და კმაყოფილება." უნდა ესწრაფოდე მიზანს, შექმნა რაღაც უფრო უკეთესი (გააუმჯობესო შენი ცხოვრება). სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ გამოწვევებზე დათანხმებაც ხშირად მიწევს. ყოველთვის მომავლისადმი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი . ამიტომაც მგონია, რომ რა მიზანიც არ უნდა დაისახოს ადამიანმა, თუკი არ დაიშურებს ძალებს მის მისაღწევად, საბოლოოდ კმაყოფილების გრძნობა აუცილებლად ექნება.
მაქვს საკუთარი თავის რწმენა, რაც რთული მომენტების გადალახვაში მეხმარება. ვთვლი, რომ ინტერესთა სფერო არც თუ ისე ,,ღარიბი" გამაჩნია.
მიყვარს ხელოვნება, განსაკუთრებით კი პეიზაჟების ხატვა. თუმცა ბავშვობაში ამას უფრო ინტესიური ხასიათი ჰქონდა. ასევე მიყვარს პოეზია.
თავისუფალ დროს უპირატესობას ,,გენიალური" ფილმების ყურებას და წიგნების კითხვას ვანიჭებ. ხშირად ქალაქგარეთ ნათესავებთან ერთად გავდივარ. ამ დროს ბუნებისთვის ფოტოების გადაღებით ვარ ხოლმე დაკავებული. განსაკუთრებულ სიამოვნებას ეს საქმიანობა ფოთოლცვენისას მანიჭებს.
4. გიორგი სულაქველიძე
მე ვარ გიორგი სულაქველიძე. დავიბადე 2000 წლის 2 დეკემბერს. ვსწავლობ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის X კლასში.
ჩემი ჰობია ფეხბურთი. ქართული ხალხური ცეკვის ათწლიანი ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, რაც ჩემთვის საამაყოა. ვმონაწილეობდი საერთაშორისო ფესტივალებში და უამრავი მედალი და სიგელი მაქვს.
ვარ თავდაჯერებული და მიზანდასახული. მსურს კარგი ეკონომისტი გამოვიდე.
ბლოგზე მუშაობა საინტერესო იყო, ჩემი მასწავლებლები ოჯახურ სიტუაციაში გავიცანი. ინფორმაციის შეგროვების პროცესი სახალისო და აზარტული აღმოჩნდა, გვქონდა გუნდურობის შეგრძნება და გამარჯვების ჟინი.
5. მარიამ ფორჩხიძე
მე ვარ მარიამ ფორჩხიძე. 2000 წლის 1 სექტემბერს ქუთაისში დავიბადე. ვარ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. მყავს დედა, მამა, უმცროსი და და ძმა. ჩემი და–ძმაც ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებია.
11 წლამდე თბილისის N51 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მეექვსე კლასიდან ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ. აქ ძალიან თბილი გარემოა.
ჩემი ჰობია სპორტი, ცეკვა, ფოტოგრაფია. ვცეკვავდი ანსამბლ ,,ერისიონში," გასტროლებზე სომხეთსა და თურქეთში ვიყავით. ორივე ქვეყანაში ჩვენმა ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა.
დავდივარ ფრენბურთზე. იქაც და სკოლაშიც ჩემი სპორტის მასწავლებელი ქეთევან ლებანიძეა. 2016 წლის 28 თებერვალი ჩემთვის დაუვიწყარი იყო. სასკოლო ოლიმპიადაზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ფრენბურთელმა გოგონებმა პირველი ადგილი დავიკავეთ.
6. მარიამ გელაძე
მე ვარ მარიამ გელაძე, ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. 1999 წლის 10 იანვარს ქ. ქუთაისში დავიბადე. ვცხოვრობ ჩემ მცირერიცხოვან ოჯახთან – დედასთან, მამასთან და უმცროსს დასთან ერთად. მყავს ძაღლი – ჯეკი. უნდა აღვნიშნო, რომ ის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ოჯახია და მას ვაყენებ პირველ ადგილზე, დანარჩენი ყველაფერი კი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
მე ვარ ანი ბუხაიძე. 1999 წლის 8 ივლისს ქალაქ ქუთაისში დავიბადე. ვსწავლობ
ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის X I კლასში. ოჯახში ვცხოვრობთ მე, დედა და მამა.
ჩემი მოტივაციაა, დავისახო მიზნები მომავალი წარმატებებისთვის. ვარ დეტალებზე ორიენტირებული, აქედან გამომდინარე – ძალიან ჯიუტი, მაგრამ ამას ჩემი მიზანდასახულობით ვამართლებ. ყოველთვის ვესწრაფვი ცვლილებებს, თუმცა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ,,ცვლილება ცვლილებისათვის!"
ვცდილობ დავკავდე სხვადასხვა აქტივობით. ძალიან მიყვარს სპორტული თამაშები. ვარ ყოფილი ფრენბურთელი და გარკვეული წარმატებები ამ სფეროშიც მაქვს. მიყვარს ბუნება. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ბუნებაში ვატარებ.
კონსულტანტები:
თეონა ჭაბუკიანი – ინგლისური ენის პედაგოგი.
მე ვარ თეონა ჭაბუკიანი. დავიბადე ქალაქ ქუთაისში 1983 წლის 26 დეკემბერს და გავხდი ოჯახისათვის პირველი შვილიშვილი და მშობლებისათვის პირველი სიხარული. მერე კიდევ ორი ქალიშვილი შემოგვემატა და ასე გარდავიქმენით დიდ ოჯახად. აქ ყველა ტექნიკური საგნების მიმდევარია, მე კი სკოლის ასაკიდანვე ჰუმანიტარული საგნები მიზიდავდა. უცხო ენისადმი ჩემი დიდი ინტერესი 2001 წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩაბარებით დავადასტურე. ხუთწლიანი შრომისა და სწავლის შემდეგ, 2006 წელს ყოველგარი გამოცდილების გარეშე, დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით, უნივერსიტეტიდან პირდაპირ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. თავიდან ძალიან მიჭირდა საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი, შემდეგ განვიცდიდი, თუმცა სკოლის დირექცია ყოველთვის გვერდით მედგა და მოთმინებით აკვირდებოდა ჩემს მასწავლებლად ფორმირების პროცესს.
მთვარისა დეისაძე– სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი.
1974 წელს ქუთაისში დავიბადე. 1990 წელს დავამთავრე ქუთაისის
N 22 სკოლა. ვსწავლობდი ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1997 წელს მომენიჭა მხატვარ–ფერმწერის წოდება. ამავე წელს პედაგოგიური მოღვაწეობა ჩემ მშობლიურ სკოლაში დავიწყე და დღემდე ვცდილობ ჩემი პატარა სკოლის დიდ ავტორიტეტს მოვუფრთხილდე.
ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემ თვალწილ გაიარა უამრავი ადამიანის ბავშვობამ, ვცდილობდი აღმომეჩინა მათი ნიჭი. იყო ბევრი გამოფენა, ჯილდო, პრიზი... დღეს ბევრი მათგანი მხატვარია.
კონკურსი – ,,ჩემი სკოლის მატიანე" ჩემთვის ძვირფასია, რადგან ის პედაგოგები, რომლებიც ჩვენი სკოლის მატიანეს ქმნიდნენ, ჩემი ბავშვობის ნაწილიცაა. კიდევ ერთხელ კინოკადრებივით ჩაირბინეს მათი პედაგოგიური მოღვაწეობის დღეებმა.
დღეს ეს ყველაფერი მატიანეა და ეს მატიანე მოკრძალებით და სიყვარულით თქვენამდეც გვსურს მოვიტანოთ!
ნინო ელბაქიძე
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
დირექტორი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი 2015 წლის 14 აგვისტოდან ვარ. დირექტორობის პირველივე დღეებში ჩემი ყურადღება ერთმა ძველმა საქაღალდემ მიიპყრო. მასში სკოლის ძველი დოკუმენტაცია ინახებოდა. საქაღალდე საგულდაგულოდ გადავინახე, სკოლის იუბილესათვის გამოგვადგებათქო. თუმცა ეს მასალები იმაზე ადრე დაგვჭირდა, ვიდრე ვფიქრობდით. იმ დღიდან, სადღაც ერთ თვეში, ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადდა კონკურსი – ,,ჩემი სკოლის მატიანე" და ჩვენც აქტიურად ჩავერთეთ ამ საშვილიშვილო საქმეში.
p. S. ბლოგი კონკურსისთვის შეიქმნა. მერე უამრავი ადამიანი გააერთიანა... წარსულში გადაახედა... გული აუფართხალა... სული აუფორიაქა... ზოგსაც შინ მიაკითხა, ზოგს სკოლაში შემოახედა, ზოგს რეალურად ეკონტაქტა, ზოგსაც – ვირტუალურად.
ბლოგი იზრდებოდა, ივრცობოდა... საფიჩხიას, ქუთაისს, საქართველოს სცდებოდა, საზღვრებს გარეთ გადადიოდა... ბევრს შრომობდა... შრომა სიამოვნებას ანიჭებდა... ვრცელ გზას გადიოდა... არ იღლებოდა...
ბლოგი თავის საქმეს აკეთებდა!
დახმარებისთვის ბლოგის შემქმნელები მადლობას მოახსენებენ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სკოლის ყოფილ პედაგოგებსა და კურსდამთავრებულებს.
მიზნად ბლოგზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მატიანის განთავსება დავისახეთ. ამ ბლოგით კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს შევმატებთ ქართულ მატიანეს!
რა თქმა უნდა, კონკურსში მონაწილეობა გამარჯვების სურვილსაც გულისხმობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში თავს მაინც გამარჯვებულად ვიგრძნობთ, რამეთუ საშვილიშვილო საქმეს მოვკიდეთ ხელი!
ჩვენი ფიქრები ახლა სულის სიღრმეში აჟღერებულ ორკესტრს უფრო წააგავენ, ვიდრე უბრალო მოკვდავების ყოველდღიურ ოცნებებს. დიდხანს ვფიქრობდით, როგორი ფორმით გადმოგვეცა სკოლის წარსული. ბოლოს ყველა ფიქრს თავი მოვუყარეთ და დავიწყეთ ჩვენი თავის მობილიზება. ის სიტყვები, რომლებსაც ახლა ვწერთ, არ გვაკმაყოფილებენ, კობოფუტურისტებივით გვსურს საკუთარი, იმდენად საკუთარი სიტყვები ვეძებოთ, რომ ბგერებიც კი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდეს. ერთი სიტყვით, რაღაც სხვაგვარად, ორიგინალურად გვსურს გადმოგცეთ სათქმელი. რამდენად კარგად გამოგვივა, ეს მკითხველისთვის მოგვინდვია.
აი, ჩვენც:
1. ბაქარ ბრეგაძე ( I X კლასი)
2. ლაურა ჩაჩუა ( I X კლასი)
3. ანა გელაძე ( X კლასი)
4. გიორგი სულაქველიძე ( X კლასი)
5. მარიამ ფორჩხიძე ( X კლასი)
6. მარიამ გელაძე ( X I კლასი)
7. ანი ბუხაიძე ( X I კლასი)
1. ბაქარ ბრეგაძე
მე ვარ ბაქარ ბრეგაძე, ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე. 2001 წლის 19 აგვისტოს დავიბადე. ვარ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ( თუ რაიმე საინტერესოდ მივიჩნიე). მყავს პატარა ოჯახი: დედა, მამა, ძმა, მამიდა და ბებო. ჩემი ჰობია ფეხბურთი, რაშიც წარმატებებსაც ვაღწევ.
როდესაც ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, ბლოგზე მუშაობის სურვილი გამიჩდა. შეუძლებელია არ გაინტერესებდეს ისტორია იმ ადგილისა, სადაც 12 წლის გატარება გიწევს. კონკურსში მონაწილეობამ გამიღვივა გამარჯვების სურვილიც, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ვიქნები, რადგან ასეთ კარგ საქმეს მოვკიდე ხელი.
2. ლაურა ჩაჩუა
მე ვარ ლაურა ჩაჩუა, ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლე. 2001 წლის 16 ივნისს თბილისში დავიბადე. ამჟამად 14 წლის ვარ.
ჩემი ჰობია: სიმღერა, ცეკვა, თავისუფალ დროს წიგნების კითხვა, მოგზაურობა. მიყვარს ექსტრემი, ბოულინგის თამაში, გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება. ვარ ძალიან მხიარული და მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა.
როდესაც ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, ძალიან გამეხარდა, რადგან შესაძლებლობა მომეცა, მშობლიური სკოლის ისტორიის შექმნაში ჩემი წვლილიც შემეტანა .
3. ანა გელაძე
მოტივაციის ან თვითმოტივაციის წყარო შეიძლება ადამიანისთვის ბევრი რამ არსებობდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარია მიზანდასახულობა, ,,მხოლოდ მიზნის არსებობას მოაქვს სიცოცხლისთვის აზრი და კმაყოფილება." უნდა ესწრაფოდე მიზანს, შექმნა რაღაც უფრო უკეთესი (გააუმჯობესო შენი ცხოვრება). სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ გამოწვევებზე დათანხმებაც ხშირად მიწევს. ყოველთვის მომავლისადმი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი . ამიტომაც მგონია, რომ რა მიზანიც არ უნდა დაისახოს ადამიანმა, თუკი არ დაიშურებს ძალებს მის მისაღწევად, საბოლოოდ კმაყოფილების გრძნობა აუცილებლად ექნება.
მაქვს საკუთარი თავის რწმენა, რაც რთული მომენტების გადალახვაში მეხმარება. ვთვლი, რომ ინტერესთა სფერო არც თუ ისე ,,ღარიბი" გამაჩნია.
მიყვარს ხელოვნება, განსაკუთრებით კი პეიზაჟების ხატვა. თუმცა ბავშვობაში ამას უფრო ინტესიური ხასიათი ჰქონდა. ასევე მიყვარს პოეზია.
თავისუფალ დროს უპირატესობას ,,გენიალური" ფილმების ყურებას და წიგნების კითხვას ვანიჭებ. ხშირად ქალაქგარეთ ნათესავებთან ერთად გავდივარ. ამ დროს ბუნებისთვის ფოტოების გადაღებით ვარ ხოლმე დაკავებული. განსაკუთრებულ სიამოვნებას ეს საქმიანობა ფოთოლცვენისას მანიჭებს.
4. გიორგი სულაქველიძე
მე ვარ გიორგი სულაქველიძე. დავიბადე 2000 წლის 2 დეკემბერს. ვსწავლობ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის X კლასში.
ჩემი ჰობია ფეხბურთი. ქართული ხალხური ცეკვის ათწლიანი ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, რაც ჩემთვის საამაყოა. ვმონაწილეობდი საერთაშორისო ფესტივალებში და უამრავი მედალი და სიგელი მაქვს.
ვარ თავდაჯერებული და მიზანდასახული. მსურს კარგი ეკონომისტი გამოვიდე.
ბლოგზე მუშაობა საინტერესო იყო, ჩემი მასწავლებლები ოჯახურ სიტუაციაში გავიცანი. ინფორმაციის შეგროვების პროცესი სახალისო და აზარტული აღმოჩნდა, გვქონდა გუნდურობის შეგრძნება და გამარჯვების ჟინი.
5. მარიამ ფორჩხიძე
მე ვარ მარიამ ფორჩხიძე. 2000 წლის 1 სექტემბერს ქუთაისში დავიბადე. ვარ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. მყავს დედა, მამა, უმცროსი და და ძმა. ჩემი და–ძმაც ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებია.
11 წლამდე თბილისის N51 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მეექვსე კლასიდან ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ. აქ ძალიან თბილი გარემოა.
ჩემი ჰობია სპორტი, ცეკვა, ფოტოგრაფია. ვცეკვავდი ანსამბლ ,,ერისიონში," გასტროლებზე სომხეთსა და თურქეთში ვიყავით. ორივე ქვეყანაში ჩვენმა ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა.
დავდივარ ფრენბურთზე. იქაც და სკოლაშიც ჩემი სპორტის მასწავლებელი ქეთევან ლებანიძეა. 2016 წლის 28 თებერვალი ჩემთვის დაუვიწყარი იყო. სასკოლო ოლიმპიადაზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ფრენბურთელმა გოგონებმა პირველი ადგილი დავიკავეთ.
6. მარიამ გელაძე
მე ვარ მარიამ გელაძე, ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. 1999 წლის 10 იანვარს ქ. ქუთაისში დავიბადე. ვცხოვრობ ჩემ მცირერიცხოვან ოჯახთან – დედასთან, მამასთან და უმცროსს დასთან ერთად. მყავს ძაღლი – ჯეკი. უნდა აღვნიშნო, რომ ის ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ოჯახია და მას ვაყენებ პირველ ადგილზე, დანარჩენი ყველაფერი კი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.
ვთვლი, რომ ვარ მიზანდასახული, ცოტა ამაყი
და ამბიციურიც. მთავარი კი, რაც ჩემში მომწონს, არის პრინციპულობა. ნებისმიერ ადამიანში
ყველაზე მეტად ამ თვისებას ვაფასებ, რადგან ვთვლი, რომ ინდივიდის სიძლიერე სწორედ პრინციპულობით
იკვეთება. ეგოისტობა და ცვალებადი ხასიათი არის ის, რაც აბრკოლებს ჩემს კომუნიკაბელურ შესაძლებლობებს,
მაგრამ ამის გამოსწორებას არ ვცდილობ. ალბათ იმიტომ, რომ ყველა
ტიპის ადამიანთან არ მიყვარს ურთიერთობა.
მიყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, ბევრი სიცილი, ცოტა ხატვა, ძილი, ლაშქრობა, ზღვა, ცხოველები და თბილი დღეები. კიდევ უამრავი რამ, რისი ჩამოთვლითაც თავს არ მოგაბეზრებთ. ვერ ვიტან ძუნწ, უტაქტო ადამიანებს.
სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. მინდა არქიტექტორი გამოვიდე. მსურს შევქმნა ცხოველთა თავშესაფარი.
მინდა ჩემ თავს და თითოეულ ქართველს ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ერთმანეთს ცოცხლად არ შეჭამენ და იცხოვრებენ ტკბილად და გემრიელად. მინდა ქართველი ქართველს ჰგავდეს, საქართველო კი – საქართველოს და არა – ევროპას და ამერიკას!
7. ანი ბუხაიძემიყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, ბევრი სიცილი, ცოტა ხატვა, ძილი, ლაშქრობა, ზღვა, ცხოველები და თბილი დღეები. კიდევ უამრავი რამ, რისი ჩამოთვლითაც თავს არ მოგაბეზრებთ. ვერ ვიტან ძუნწ, უტაქტო ადამიანებს.
სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. მინდა არქიტექტორი გამოვიდე. მსურს შევქმნა ცხოველთა თავშესაფარი.
მინდა ჩემ თავს და თითოეულ ქართველს ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ერთმანეთს ცოცხლად არ შეჭამენ და იცხოვრებენ ტკბილად და გემრიელად. მინდა ქართველი ქართველს ჰგავდეს, საქართველო კი – საქართველოს და არა – ევროპას და ამერიკას!
მე ვარ ანი ბუხაიძე. 1999 წლის 8 ივლისს ქალაქ ქუთაისში დავიბადე. ვსწავლობ
ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის X I კლასში. ოჯახში ვცხოვრობთ მე, დედა და მამა.
ჩემი მოტივაციაა, დავისახო მიზნები მომავალი წარმატებებისთვის. ვარ დეტალებზე ორიენტირებული, აქედან გამომდინარე – ძალიან ჯიუტი, მაგრამ ამას ჩემი მიზანდასახულობით ვამართლებ. ყოველთვის ვესწრაფვი ცვლილებებს, თუმცა, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ,,ცვლილება ცვლილებისათვის!"
ვცდილობ დავკავდე სხვადასხვა აქტივობით. ძალიან მიყვარს სპორტული თამაშები. ვარ ყოფილი ფრენბურთელი და გარკვეული წარმატებები ამ სფეროშიც მაქვს. მიყვარს ბუნება. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ბუნებაში ვატარებ.
კონსულტანტები:
თეონა ჭაბუკიანი – ინგლისური ენის პედაგოგი.
მე ვარ თეონა ჭაბუკიანი. დავიბადე ქალაქ ქუთაისში 1983 წლის 26 დეკემბერს და გავხდი ოჯახისათვის პირველი შვილიშვილი და მშობლებისათვის პირველი სიხარული. მერე კიდევ ორი ქალიშვილი შემოგვემატა და ასე გარდავიქმენით დიდ ოჯახად. აქ ყველა ტექნიკური საგნების მიმდევარია, მე კი სკოლის ასაკიდანვე ჰუმანიტარული საგნები მიზიდავდა. უცხო ენისადმი ჩემი დიდი ინტერესი 2001 წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე ჩაბარებით დავადასტურე. ხუთწლიანი შრომისა და სწავლის შემდეგ, 2006 წელს ყოველგარი გამოცდილების გარეშე, დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით, უნივერსიტეტიდან პირდაპირ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. თავიდან ძალიან მიჭირდა საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი, შემდეგ განვიცდიდი, თუმცა სკოლის დირექცია ყოველთვის გვერდით მედგა და მოთმინებით აკვირდებოდა ჩემს მასწავლებლად ფორმირების პროცესს.
გამოცდილება დრომ შემძინა. უკვე მეცხრე წელია რაც ამ სკოლაში ვმუშაობ. ქედმაღლობად არ მინდა რამე ჩამეთვალოს,
რომ საუკეთესო ვარ და უშეცდომო, მთავარია სიახლეებს არ შევუშინდე, ავითვისო
ინოვაციები და აქტიურად გამოვიყენო ისინი სასწავლო პროცესში, გავითვალისწინო მოსწავლეთა ინტერესები და კურუკულუმით გაწერილი აქტივობების გარდა მათთან ერთად ვაკეთო
ის, რაც მათ ძალიან უყვართ, აინტერესებთ და ყოველთვის დიდ ენთუზიაზმს და მოტივაციას
იწვევს.
აქვე
მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსისადმი. ბლოგზე
მუშაობა ჩემთვის მეტად საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ურთიერთობა
მომიხდა ბევრ წარმატებულ და რეალიზებულ ადამიანთან. მე და ჩემი მოსწავლეები
აქტიურად ვგეგმავდით და ვაწყობდით ამ ადამიანებთან შეხვედრებს, ვისმენდით ჩვენ სკოლასთან დაკავშირებულ
საინტერესო ისტორიებს, მოგონებებს... ზოგიერთი ჩვენთვის ნაცნობი მასწავლებელი თუ კურსდამთავრებული, სულ სხვა კუთხით გავიცანით. კონკურსის მიმდინარეობის
პროცესში ერთდროულად იგრძნობოდა ცნობისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოწიწების,
სიამაყისა თუ ადრენალინის განცდა. ახლა როცა ეს კონკურსი გადამწყვეტ ეტაპზე გადადის, ვგრძნობ რომ ნაწილობრივ გულიც
კი მწყდება, რადგან ყოველდღე განვიხილავდით რა და როგორ გაგვეკეთებინა. ვხედავ, რომ
დღითიდღე იზრდება და ძლიერდება ადმინისტრაციის, კოლექტივისა და მოსწავლეების გუნდურობის
შეგრძნება, რაც ასე მნიშვნელოვანია დასახული მიზნის მისაღწევად.
მთვარისა დეისაძე– სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი.
1974 წელს ქუთაისში დავიბადე. 1990 წელს დავამთავრე ქუთაისის
N 22 სკოლა. ვსწავლობდი ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1997 წელს მომენიჭა მხატვარ–ფერმწერის წოდება. ამავე წელს პედაგოგიური მოღვაწეობა ჩემ მშობლიურ სკოლაში დავიწყე და დღემდე ვცდილობ ჩემი პატარა სკოლის დიდ ავტორიტეტს მოვუფრთხილდე.
ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემ თვალწილ გაიარა უამრავი ადამიანის ბავშვობამ, ვცდილობდი აღმომეჩინა მათი ნიჭი. იყო ბევრი გამოფენა, ჯილდო, პრიზი... დღეს ბევრი მათგანი მხატვარია.
კონკურსი – ,,ჩემი სკოლის მატიანე" ჩემთვის ძვირფასია, რადგან ის პედაგოგები, რომლებიც ჩვენი სკოლის მატიანეს ქმნიდნენ, ჩემი ბავშვობის ნაწილიცაა. კიდევ ერთხელ კინოკადრებივით ჩაირბინეს მათი პედაგოგიური მოღვაწეობის დღეებმა.
დღეს ეს ყველაფერი მატიანეა და ეს მატიანე მოკრძალებით და სიყვარულით თქვენამდეც გვსურს მოვიტანოთ!
ნინო ელბაქიძე
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
დირექტორი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი 2015 წლის 14 აგვისტოდან ვარ. დირექტორობის პირველივე დღეებში ჩემი ყურადღება ერთმა ძველმა საქაღალდემ მიიპყრო. მასში სკოლის ძველი დოკუმენტაცია ინახებოდა. საქაღალდე საგულდაგულოდ გადავინახე, სკოლის იუბილესათვის გამოგვადგებათქო. თუმცა ეს მასალები იმაზე ადრე დაგვჭირდა, ვიდრე ვფიქრობდით. იმ დღიდან, სადღაც ერთ თვეში, ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადდა კონკურსი – ,,ჩემი სკოლის მატიანე" და ჩვენც აქტიურად ჩავერთეთ ამ საშვილიშვილო საქმეში.
p. S. ბლოგი კონკურსისთვის შეიქმნა. მერე უამრავი ადამიანი გააერთიანა... წარსულში გადაახედა... გული აუფართხალა... სული აუფორიაქა... ზოგსაც შინ მიაკითხა, ზოგს სკოლაში შემოახედა, ზოგს რეალურად ეკონტაქტა, ზოგსაც – ვირტუალურად.
ბლოგი იზრდებოდა, ივრცობოდა... საფიჩხიას, ქუთაისს, საქართველოს სცდებოდა, საზღვრებს გარეთ გადადიოდა... ბევრს შრომობდა... შრომა სიამოვნებას ანიჭებდა... ვრცელ გზას გადიოდა... არ იღლებოდა...
ბლოგი თავის საქმეს აკეთებდა!
დახმარებისთვის ბლოგის შემქმნელები მადლობას მოახსენებენ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სკოლის ყოფილ პედაგოგებსა და კურსდამთავრებულებს.
სკოლის მატიანე
,,ჩემი სკოლის მატიანე"
( ელექტრონული წიგნი )
ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მატიანე :
დიდი ილია ბრძანებდა: ,,ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებსო." ჩვენი პატარა ,,სამშობლოც" ხომ ის ადგილია, სადაც წერა–კითხვა ვისწავლეთ, ის მშობლიური სკოლაა, სადაც ცოდნას დავეწაფეთ. ამიტომაც არ გვეპატიება სკოლის წარსულის დავიწყება!
დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნესტორ გოქაძის ბიოგრაფია და ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის მატიანე, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
დიახ, სწორედ ნესტორ გოქაძე ითვლება ქუთაისის N 22 სკოლის დამაარსებლად!
1908 წლიდან ნესტორი საფიჩხიის ბავშვთა მდგომარეობას სწავლობდა და გამოარკვია, რომ 200–ზე მეტი სასკოლო ასაკის ბავშვი სკოლაში სიღარიბის გამო არ სწავლობდა. ამ ბავშვებს ქალაქის სასწავლებელში გზა დახურული ჰქონდათ, რადგან სწავლის ფული დიდ ტვირთად აწვებოდა ოჯახებს... ნესტორ გოქაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა ქალაქის გუბერნატორისა და განათლების ინსპექტორისათვის. ნესტორმა მკაფიოდ გამოკვეთა ამ უბნის განათლების პრობლემა და ძალისხმევის შემდეგ მიაღწია იმას, რომ დართეს ნება, გახსნილიყო ერთკლასიანი სკოლა და მასწავლებლის ჯამაგირი 78 მანეთი აეღოთ იმ თანხიდან, რაც სწავლის საფასურის სახით შემოვიდოდა.
1908 წელს ჩატარდა უბნის კრება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გუბერნატორის და განათლების ინსპექტორის სახელზე გაგზავნილიყო მოთხოვნა, რომელსაც ხელს 232 მცხოვრები აწერდა. ითხოვდნენ ქალ–ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებლის გახსნას. განათლების ინსპექციამ სასწავლებლის გახსნის ნება დართო.
1898 წლის სექტემბრიდან ერთკლასიანი სკოლა ნაქირავებ ბინაში, ნესტორის ცოლისძმის, ვლადიმერ გვეტაძის სახლში გაიხსნა. 1909 წლიდან შენობის აგება დაიწყეს. მშობლები უსასყიდლოდ მუშაობდნენ. შემონახულია განცხადება, რომელიც იტყობინება შემდეგს:
სასწავლებლის გამგე:
ნ. ა. გოქაძე"
(ერთი ასეთი განცხადება ინახება ოჯახში, მეორე – სკოლის მუზეუმში).
ნესტორის თაოსნობით და ინიციატივით აგებული იქნა ორკლასიანი სკოლა. შენობის გახსნა 1910 წლის 1 იანვარს მოხდა. გამგე–მასწავლებლად ნესტორ გოქაძე დაინიშნა და სკოლის მოვლა–პატრონობას ჩვეული ენერგიით შეუდგა. სკოლის მშენებლობა უბნის ღვიძლი საქმე გახდა. მოსახლეობა უსასყიდლოდ მუშაობდა. სკოლის ექსპლოატაციაში მისაღებად ნესტორმა განათლების ინსპექტორი და ქალაქის მართველობის წარმომადგენელი მოიწვია, მაგრამ ეს თხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული.
1914 წლის დამდეგს სასწავლებლის ზედამხედველმა სიმონ ოყრეშიძემ, ა. ღიბრაძემ, საღვრთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა დევი გაჩეჩილაძემ, ზედამხედველმა პლატონ გაბრიაძემ, ღლონტი ბარდაველიძემ და ნესტორ გოქაძემ, თხოვნით მიმართეს ინსპექტორს, რომ სახელმწიფო ხარჯზე დაენიშნათ ორი მასწავლებელი – სიმღერისა და ხელსაქმის. ამ დროს სკოლაში 70 ბავშვი სწავლობდა. ამავე დროს ითხოვდნენ ფულად დახმარებას 2000 მანეთის სახით (ოთახები 1911–14 წლებში უნებართვოდ იქნა მიშენებული.).
დაიწყო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. გაკეთდა ქვის ყორე, ჭიშკარი, გაჭრილი იქნა გზა მოწამეთის ქუჩიდან სკოლამდე. ამ გზას ნესტორის თაოსნობით და მცხოვრებთა მხარდაჭერით, განათლების ქუჩა უწოდეს. სკოლის ეზოში სხვადასხვა სახის ხეხილი იქნა დარგული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სკოლის გადაყვანა სახელმწიფო ხარჯზე 1917 წლის შემდეგ მოხერხდა. 1919 წლიდან საფიჩხიის სკოლას ეწოდა მესამე ოთხწლედი. ნესტორ გოქაძე სკოლის გამგე–მასწავლებლად დანიშნეს.
ამ დროს ქუთაისში შემდეგი სასწავლო დაწესებულებები არსებობდა: ვაჟთა პირველი გიმნაზია, წმიდა ნინოს საქალებო გიმნაზია, ქალაქის რეალური სასწავლებელი, ვაჟთა მეორე გიმნაზია, ქალების გიმნაზია ,,სინათლე," გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზია და I-II-III-IV ოთხწლედები. საფიჩხიის ოთხკლასიანი სასწავლებელი გამოცდილი პედაგოგებით დაკომპლექტდა . აი ისინიც: დავით კუპრეიშვილი, აქვსენტი და ანტონინა გიორგაძეები (ორივე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით), თამარ წერეთელი, ფეფიკო კემულარია და სხვები.
ყოველ წელს ტარდებოდა სკოლის მიმდინარე რემონტი. (ყოველი კაპიკი დანახარჯისა შენახულია სათანადო დოკუმენტებით). თესავდნენ სიმინდს, ლობიოს. შემოსავალს სკოლას ახმარდნენ: ყიდულობდნენ ნავთს, შეშას, სასკოლო ინვენტარს. გამოწერილი იქნა მრავალი ჟურნალ–გაზეთი: ,,კომუნისტი," ,,მუშა," ,,მებრძოლი,"საბავშვო ჟურნალები და სხვ.
ბუნებრივია, საფიჩხიის სკოლამ განიცადა ის ცვლილებები, რაც ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მოხდა ჩვენ ქვეყანაში. ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განათლების სახალხო კომისარიატმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც დასახა ამოცანა –სავალდებულო უფასო სწავლების შემოღებით, უმოკლესს ვადაში წიგნიერების მაღალი დონე ყოფილიყო მიღწეული. განათლების სახალხო კომისარიატის გამგეობაში გადავიდა ყველა სკოლა, მათ შორის – კერძო სკოლებიც. პროლეტარულმა სახელმწიფომ გააუქმა სწავლების გადასახადი. (აღსანიშნავია ის, რომ საფიჩხიის სკოლაში ღარიბებს გადასახადი არ ჰქონდათ გადასახდელი). საბჭოთა სახელმწიფომ მასწავლებლის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა . მასწავლებლებს გაუდიდდათ ხელფასი. გაჩაღდა დიდი პოლიტიკურ–აღმზრდელობითი მუშაობა. რევოლუციის უპირველესს ამოცანას მოსახლეობის უწიგნურობისა და მცირემცოდნეობის ლიკვიდაცია წარმოადგენდა. მასში აქტიური მონაწილეობა წიგნური მოსახლეობის უფართოესს მასებს უნდა მიეღოთ.
1923 წელს შეიქმნა ნებაყოფლობითი საზოგადოება – ,,ძირს უწიგნურობა." მისი თავმჯდომარე მ. ი .კალინინი იყო. 1932 წელს იგი ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებდა. ცხადია, ისეთი აქტიური საზოგადო მოღვაწე, როგორიც ნესტორ გოქაძე იყო, განზე არ დარჩებოდა. 1928–30 წლებში საღამოს საათებში იგი ხელმძღვანელობდა წერა–კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის სკოლას, რომელიც მისი სკოლის ბაზაზე იყო ჩამოყალიბებული და აერთიანებდა 60–მდე მოსწავლეს, იყვნენ ხანშიშესული ქალები და კაცებიც. სკოლაში მეცადინეობა ორ დღეში ერთხელ ტარდებოდა და უბნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებდა . ნესტორის პირად ბიბლიოთეკაში არნოლდ ჩიქობავას წიგნი ,,წინ" და ის დოკუმენტებია შემონახული, რომლითაც იგი მოსწავლეებს ამეცადინებდა.
1930 წელს ნესტორმა საშეფო ხელშეკრულება ქუთაისის კირის ქარხანასთან გააფორმა , რომელიც სადგურის მიდამოებში მდებარეობდა და ამ ქარხანაში მრავალი მოსწავლის მშობელი მუშაობდა. კირის ქარხანა სკოლას რემონტის ჩატარებაში ეხმარებოდა, სკოლის მასწავლებლები კი ლექცია–მოხსენებებს ატარებდნენ. ეს შეფობა 1936 წლამდე გაგრძელდა.
ნესტორ გოქაძის პირად არქივში ქუთაისის მე–3 ოთხწლედსა და ქირის ქარხანას შორის დადებული ხელშეკრულებაა შემონახული. მასში მოცემული ვალდებულებები წარმოდგენას გვაძლევს, თუ რა ყურადღება ექცეოდა 30–იან წლებში შრომით აღზრდას და რა მრავალმხრივი იყო საშეფო ურთიერთობა.
,,კირის ქარხნის ვალდებულება:
1. უზრუნველყოს მუშების მონაწილეობა სკოლის საბჭოში და სკოლის სხვა ორგანიზაციაში. მაგ: წერა–კითხვის მეგობართა უჯრედში, მოწაფეთა თვითმმართველობაში.
2. უზრუნველყოფილი იქნას ინჟინერ–ტექნიკოსთა ან სხვა სპეციალისტთა ძალების მონაწილეობა მეთოდურ კომისიებში იმ მიზნით, რომ სკოლის პროგრამა შეფარდებული იქნას ქარხნის წარმოების თავისებურებასთან.
3. წლის განმავლობაში მოწყობილ იქნას ინჟინერ–ტექნიკოსთა ან სხვა კვალიფიციურ მუშათა საშუალებით მთელი რიგი საუბრების და ლექციების, წარმოების ძირითად საკითხებში გასაცნობად. აგრეთვე მოეწყოს ქარხნის საშუალებით ექსკურსიები სხვა ფაბრიკა–ქარხნებში (ექსკურსია მოეწყობა ტყიბულში წელიწადში ერთხელ, მოხერხებულ დროს, რისთვისაც თანხის 60% გაღებული იქნება ქარხნის მიერ, 40% – თვით მოწაფეების მიერ).
4. მე–3 და მე–4 ჯგუფის მოწაფეები 100 კაცის რაოდენობით დაშვებული უნდა იქნას ქარხანაში პრაქტიკისათვის დეკადაში. თითოეული ჯგუფი მოწაფეების იმუშავებს ერთჯერ, არა უმეტეს 2 საათისა დღეში. წლის განმავლობაში ჯგუფს დასჭირდება 162 საათი.
5. მოწყობილი იქნას მოსწავლეთა პოლიტექნიკური აღზრდის მიზნით სახელოსნო სკოლასთან (სადურგლო, საზეინკლო, სამუყაო და სამკინძაო).
6. ქარხკომმა უნდა გამოყოს თანხა უღარიბესი მოწაფეების (ნ. გოქაძე ყველგან მოწაფეს ხმარობს) დასახმარებლად, რასაც გაანაწილებს თვით ქარხკომი სკოლის საბჭოსთან შეთანხმებით.
7. მოსმენილ იქნას მოხსენება წელიწადში ორჯერ, როგორც სკოლის, ისე ქარხნის მდგომარეობის შესახებ მუშათა საერთო კრებაზე." (სტილი დაცულია).
აქვე მოცემულია სკოლის ვალდებულებანი:
,,1. უზრუნველყოს წერა–კითხვის უცოდინართა ლიკვიდაცია ქუთაისის კირის ქარხნის მუშების და მათი ცოლების, ახლომდებარე ადგილების მცხოვრებლებს შორის.
2. მოწყობილი იქნას პედაგოგიური კონსულტაცია მუშებისათვის და მათი ოჯახებისათვის სკოლის და დამხმარე კულტ–დაწესებულებების ძალებით.
3. მე–3 ოთხწლედმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ქარხნის საწარმოო მუშაობაში შემდეგი წესით: ა) წარმოების რაციონალიზაციასთან დაკავშირებით მუშების მიერ წამოყენებული წინადადებების შეკრება და მათი დამუშავება ბ) მასიური მუშაობის ჩატარებით (დემონსტრაციები, საღამოები და სხვ.) უმიზეზო გაცდენების და ლოთობის აღმოფხვრის მიზნით." (სტილი დაცულია).
ნესტორ გოქაძე თუ რა გულისხმიერებით და პრინციპულობით ექცეოდა გეგმის შესრულებას, ეს იმ თანამედროვეთა დახასიათებიდან და დოკუმენტებიდან ჩანს, რომელიც შემონახულია.
1932 წელს ნესტორი ქუთაისის მე–9 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად იქნა გადაყვანილი, პარალელურად უსინათლოთა საზოგადოებაში ლექციებს კითხულობდა.
რაც შეეხება ნესტორის დაარსებულ სკოლას, დაერქვა მე–14 არასრული საშუალო სკოლა. 1942–43 წელს ნესტორი თავის ყოფილ სკოლაში დააბრუნეს (ამ პერიოდში მას ქალთა მე–9 საშუალო სკოლა ერქვა). 1940 წლიდან დირექტორი ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი იყო, რომელიც 1974 წლამდე სათავეში ედგა სკოლას. მხოლოდ რამდენიმე წელი იმუშავეს ამ ღირსეულმა პედაგოგებმა ერთად. ქალბატონი ნადეჟდა ერისთავი დიდი პატივისცემით იგონებდა ნესტორს. ეს იყო დიდი სამამულო ომის წლები. მიუხედავად ავადმყოფობისა, ნესტორი არ წყვეტდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1943 წლის ნოემბერში მისი ინიციატივით მოხდა საჩუქრების გაგზავნა ფრონტზე, რომელიც მოსწავლეებმა შეაგროვეს. აქ იყო თბილი წინდები, ხელთათმანები, ჩურჩხელები, თამბაქო, ცხვირსახოცები და სხვ. ნესტორ გოქაძის დაარსებულ სკოლას არასოდეს უღალატია ტრადიციისათვის. სკოლას წლების მანძილზე ღირსეულად მართავდა ქალბატონი ნადეჟდა ერისთავი.
მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა კონტიგენტი. 1971 წლისათვის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ახალ ოთხსართულიან შენობაში იზეიმეს.
ნადეჟდა ერისთავის შემდეგ 10 წელი სკოლას დიმიტრი თაბუკაშვილი მართავდა. სკოლის ცხოვრებაში დიდმნიშვნელოვანი მოვლენა საგნობრივი წრეების გახსნა იყო, რასაც საფუძველი სკოლის შემდეგმა დირექტორმა, გიული გვიშიანმა ჩაუყარა.
(სურათზე ქუთაისის N22 სკოლის სხვადასხვა პერიოდის ორი დირექტორი – ნადეჟდა ერისთავი(შუაში) და გიული გვიშიანია(მარჯვნივ)).
დაარსებული იქნა მცირე აკადემია ,,კავკასიონი." აკადემიის მხარეთმცოდნეობის განყოფილების, ,,ამირანის" საპატიო წევრი იყო ნესტორ გოქაძის შვილი, თადარიგის პოლკოვნიკ–ინჟინერი ალექსი გოქაძე.
საინტერესოა ალექსი გოქაძის ბიოგრაფია და ურთიერთობა სკოლასთან. ალექსი ნესტორის ძე გოქაძე დაიბადა 1925 წლის 12 თებერვალს ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა მამის დაარსებულ სკოლაში, რომელთანაც უხილავი ძაფებით იყო დაკავშირებული. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი უყოყმანოდ დაუბრუნდა მამის კერას, ააგო საცხოვრებელი სახლი, სული ჩაუდგა მამის ნაქონ ყველა ნივთს. იყო საზოგადოება ,,ცოდნის" ლექტორი. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქუთაისის N 22 სკოლასთან და აქტიურად მონაწილეობდა სწავლა–აღზრდის პროცესში. ლექციებს სამხედრო–პატრიოტულ აღზრდაზე კითხულობდა.
ქუთაისის N 22 სკოლას 19 წლის მანძილზე სათავეში ნუნუ ქათამაძე ედგა, რომელიც ცდილობდა არ დაერღვია სკოლის ასწლოვანი ისტორია.
ქალბატონი ნუნუს დირექტორობის პერიოდში ახალგაზრდა პედაგოგის, ლალი აბდალაძის ხელმძღვანელობით მუზების თეატრი – ,,პარნასი" – დაარსდა. დასის წევრები პოეზიით, მუსიკით, თეატრით, მხატვრობით გატაცებული მოსწავლეები იყვნენ.
ეს ფოტორეპორტაჟი, გაზეთ ,,ქუთაისის" კორესპოდენტმა თემურ ჯავახაძემ ზაქარია ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის საკონცერტო დარბაზში 1989 წელს გადაიღო. იგი ,,პარნასელების" მიერ მომზადებული მხატვრული კომპოზიციის შტრიხებს წარმოადგენს.
იმ დღეს ქალაქის ინტელიგენციის წინაშე ხუთი ,,პარნასელი" დობილი წარსდგა.
მეთერთმეტეკლასელი თამარ სვანიძე საკუთარი ლექსებით და ჩანახატებით გაეცნო მკითხველს, მეცხრეკლასელი მთვარისა დეისაძე მთელი საღამოს მანძილზე მოლბერტს არ მოშორებია, ქალაქისთვის უკვე კარგად ცნობილი მერვეკლასელი სოფიკო ბრეგაძე საკუთარ ლექსებს კითხულობდა, მეცხრეკლასელი მაკა ლობჟანიძე სოფიკოს ლექსებზე შექმნილ საკუთარ სიმღერებს მღეროდა, მეექვსეკლასელი ნათია ფერაძე კი რავინის, ჩერნის, საჯიევის ,,ეტიუდებს" და შოპენის ,,ვალს" ასრულებდა.
... გაჩნდა იდეა, ,,პარნასელი" დობილები მოგვეძებნა და წარსული გაგვეცოცხლებინა. თამარ სვანიძისა და მთვარისა დეისაძის მოძებნა არ გაგვჭირვებია. დღეს ისინი ქუთაისის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები არიან, თამარი დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მთვარისა ხელოვნებას ასწავლის, სოფო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმია, მაკა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მდივანი, ხოლო ნათია მაღაზია ,,ARAI Tomorrow"-ის გაყიდვების მენეჯერია.
1993 წლის 27 სექტემბრიდანვე (სოხუმის დაცემის დღე) მთელ ქალაქთან ერთად სკოლის მასწავლებელთა მთლიანი გუნდი აქტიურად ჩაერთო დევნილთა მიღება–დაბინავების საქალაქო შტაბის მუშაობაში. სკოლა ხელს უწყობდა ჭუბერგამოვლილებს, 46 კაცისაგან შემდგარი 12 ოჯახი სკოლაში საცხოვრებლად იქნა მოწვეული. სამი წლის მანძილზე ისინი სკოლაში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ...
2006 წლიდან 2012 წლამდე სკოლას თეა ჩხეტია ხელმძღვანელობდა , მომდევნო 3 წელი კი– ლევან ბუაძე. 2015 წლის აგვისტოდან ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძეა.
( თეა ჩხეტია – 2006–2012 წწ).
( ლევან ბუაძე – 2012 – 2015 წწ).
https://www.facebook.com/sajaro.skola.94?fref=ts
გამოყენებული ლიტერაქტურა:
1. ნესტორ გოქაძის პირადი არქივი. ავტობიოგრაფია. წერილები. სასკოლო დოკუმენტები.
2. თანამედროვეთა მოგონებები.
3. www.google.ge ნესტორ გოქაძის სურათი.
დირექტორები
სკოლის დირექტორები:
1. ნესტორ გოქაძე (1910 – 1936 წლები)
3. დიმიტრი თაბუკაშვილი (1975 – 1984 წლები)
4. გიული გვიშიანი (1984 – 1987 წლები)
5. ნუნუ ქათამაძე (1987 – 2006 წლები)
6. თეა ჩხეტია (2006 – 2012 წლები)
7. ლევან ბუაძე (2012 – 2015 წლები)
8. ნინო ელბაქიძე (2015 წლიდან დღემდე)
1. ნესტორ გოქაძე
მისია – ქუთაისის
N 22 სკოლის დირექტორების შესახებ ბიოგრაფიების თავმოყრა.
ერთი საუკუნის წინ რომ გვეცხოვრა და იგივე მისია გვქონოდა, არც დავფიქრდებოდით, ისე მივაკითხავდით ქუთაისის ერთ უძველეს უბანს – ზემო საფიჩხიას და გავესაუბრებოდით ქუთაისის N22 სკოლის დამაარსებელს, დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ნესტორ გოქაძეს. წარმოვიდგინეთ – დარბაისელი კაცი მშვიდი ტონით როგორ მოყვებოდა ავტობიოგრაფიას გადაჯაჭვულს ქუთაისის
N22 სკოლის მატიანეზე.
... სანამ დეკორატორი ფარდას ამზადებდა, ჩვენ უკვე ფიქრებით ,,მოვიარეთ" ზემო საფიჩხია და ახლა, შეხსენებების ქარბუქმა მოგვიკაკუნა, რეალობაში გადმოსაბარგებელი დრო დადგაო და სხვაგან სად უნდა წავსულიყავით, თუ არა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახლში, განათლების N91 –ში, სადაც ნესტორ გოქაძის შთამომავლები ცხოვრობენ.
ამჯერად უკვე რეალობაში მივუყვებით კიბის საფეხურებს. ამასობაში დეკორატორიც ამთავრებს თავის საქმეს და იხსნება ფარდაც.
საუკუნე – XXI.
წელი – 2015.
თვე – დეკემბერი.
რიცხვი – 2.
ამინდი – ცივი.
სახლი – ძველი.
სიძველეში – ბიოგრაფია სკოლის მატიანეს გადაჯაჭვული.
ნესტორ გოქაძე 1869 წლის 28 ივნისს სოფელ ქვედა სიმონეთში დაიბადა. მამამისი ალექსი 7 წლის იყო, როცა ბატონმა შინამოსამსახურედ წაიყვანა და 14 წელი ბატონის ოჯახში მსახურობდა. ოჯახი 17 სულისაგან შედგებოდა. ნესტორი ბავშვობიდანვე შეეჩვია შრომას. სკოლაც იქვე დაამთავრა, ხოლო სწავლა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში გააგრძელა, რომელიც წარმატებით 1891 წელს დაამთავრა. გარდა ქართულისა, სასწავლებელში ყველა საგანს რუსულ ენაზე სწავლობდა. სასწავლებელშივე გადაწყვიტა მასწავლებლობა და ამ დროიდან დაიწყო მოღვაწეობა სამასწავლებლო ასპარეზზე, რასაც ერთვოდა პოლიტიკური აქტიურობა მიმართული მეფის წეს–წყობილების წინააღმდეგ. მისი შვილის, გადამდგარი პოლკოვნიკ–ინჟინერის, ალექსი გოქაძის მიერ შედგენილ ნესტორ გოქაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ : ,,კარგი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წავსულიყავი მასწავლებლად, მაგრამ საჭირო იყო, რომ დამწყებ მასწავლებელს კარგად ცოდნოდა მეთოდიკა და დიდაქტიკა, ამასთან ბავშვებთან მეცადინეობის ვარჯიში სამი თვით მაინც რომელიმე ორკლასიან სასწავლებელში უნდა გაევლო. მივმართე სახალხო განათლების დირექტორს, რომელმაც დახელოვნების მისაღებად მაშინდელი ,,ყვირილის ორკლასიან სასწავლებელში მიმავლინა." (სტილი დაცულია).
ნესტორ გოქაძე 1891 წლის 1 სექტემბრიდან 1895 წლის 1 სექტემბრამდე ნიკორწმინდაში, ერთკლასიან სკოლაში მუშაობდა. მასწავლებლობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. გვერდში ედგა სოფლის გლეხობას, ეხმარებოდა საჩივრებისა და თხოვნის დაწერაში, ასწავლიდა წერა–კითხვას. ადგილობრივ ადმინისტრაციას ნესტორის საქმიანობა სასიამოვნოდ არ დარჩენია. ყოფილა შემთხვევა, თავდასხმაც მოუწყვიათ მისთვის, მაგრამ რევოლვერით მოუგერიებია.
1895 წელს ნესტორ გოქაძემ სპეციალური გამოცდა ჩააბარა, რის საფუძველზეც სოფლის სამრეწველო და დაწყებითი მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 1895 წლის 1 აგვისტოდან ნესტორ გოქაძე მშობლიურ სოფელ სიმონეთში, ერთკლასიან სასწავლებელში იქნა დანიშნული. ნესტორის თაოსნობით 1901 წლის ბოლოს სიმონეთის სოფლის სასწავლებელი ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. მე–20 საუკუნის დამდეგი სამრეწველო კრიზისით აღინიშნა. საერთაშორისო მუშათა მოძრაობის ცენტრმა რუსეთში გადმოინაცვლა. რევოლუციური აქტიურობით ხასიათდებოდა ამიერკავკასიაც. ასეთ მოვლენებს არ შეიძლებოდა არ გამოხმაურებოდა ისეთი პიროვნება, როგორიც ნესტორ გოქაძე იყო. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში, ჩამოაყალიბა ფარული წრე, რაშიც ქუთაისის რევოლუციური ბიურო დაეხმარა. ამ ბიუროში ფარულად მუშაობდა ნესტორის უმცროსი ძმა ივანე და ბიძაშვილი იაკობი.
ნესტორ გოქაძის მოგონებაში ვკითხულობთ: ,,წრეში პირველ ხანებში 18 კაცი ითვლებოდა, მეცადინეობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ. თვეში ერთხელ ღამით ეწყობოდა პროპაგანდა–აგიტაცია რომელიმე სანდო ამხანაგის სახლში. წრის ხელმძღვანელობა ჩემზე იყო მინდობილი. გვიახლოვდებოდნენ ღარიბი გლეხები. ვავრცელებდით არალეგარულ წიგნებს, ჟურნალ–გაზეთებს და პროკლამაციებს. ვღებულობდით გაზეთ ,,ისკრას" და თბილისიდან არალეგარულ გაზეთ ,,ბრძოლას," რომელიც ავლაბრის არალეგარულ სტამბაში იბეჭდებოდა. რევოლუციონერები რომ არ ყოფილიყვნენ გაცემულნი, მოვაწყვეთ მცხოვრებთა ფიცი. გაიფიცნენ გლეხები, რომ მემამულე ანანოვის მიწა არავის აეღო მემამულის დაწესებულ ფასებში, ვიძენდით საომარ იარაღს, გვყავდა გაწვრთნილი რაზმი, დროდადრო ვაწყობდით უფრო ფართო პროპაგანდა–აგიტაციას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ" და შემდეგ: ,,1905 წლის ზაფხულში ორჯერ მოვაწყვეთ რამდენიმე საზოგადოების ერთიანი მიტინგი. ქურდობა და მევახშეობა ხალხში შემცირდა. მემამულეებიც შეშინდნენ და მიწის ღალა შეამცირეს. გლეხებმა გამარჯვება იგრძნეს." (სტილი დაცულია).
1902 წლიდან ნესტორ გოქაძე პედაგოგიურ მუშაობას საზოგადოებრივ მოღვაწეობას უთავსებდა. იგი ხშირად აქვეყნებდა გაზეთებში: ,,ივერია," ,,კვალი," ,,ახალი კვალი," ,,დროება," ,,ახალი გზა" და სხვ. ფსევდონიმებით: ,,ნეგო სიმონელი," ,,მასწავლებელი," ,,სოფლის მასწავლებელი," ,,სტუმარი" და სხვ. ნესტორ გოქაძე იყო ,,საქართველოს წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. იგი მეგობრობდა სილოვან ხუნდაძესთან, დავით კლდიაშვილთან და მის დასთან– ეფროსინესთან, რომლის ბინაზეც იმართებოდა საღამოები. პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც საჩუქრად გადასცა ოქროთი დაფარული საწერკალამი. იცნობდა აკაკი წერეთელს, ოცხელს, დომენტი თომაშვილს, ლუარსაბ ბოცვაძეს. მის ბიბლიოთეკაში ინახება ,,ჯეჯილის," ,,კვალის," ,,მოამბის" კომპლექტები, რუსული ჟურნალები: ,,ნივა," ,,ვსემირნაია პანორამა," ,,სოლნცე როსიის" და სხვ.
როგორც ცნობილია, 1906 წლიდან დაღმავალი გზით წარიმართა 1905 – 1907 წლების ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუცია. მთელ ქვეყანაში რეაქციის პერიოდი დადგა.
შავი რეაქციის მძაფრი სუსხი მთელი სიმკაცრით დაატყდა თავს რევოლუციის ერთ–ერთ მოწინავე კერას – საქართველოს. მთავრობის დამსჯელი რაზმები არბევდნენ და ანადგურებდნენ სოფლებსა და ქალაქებს, მასობრივად აპატიმრებდნენ, კატორღაში გზავნიდნენ, სცემდნენ და ხოცავდნენ რევოლუციონერებს. ჟანდარმერიას ნესტორ გოქაძის პოლიტიკური აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. გოქაძე 1906 წელს დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს. ნესტორი იგონებს: ,,1906 წელს დადგა საშინელი, სისხლისმღვრელი რეაქცია. ზოგი ჩვენი ყოფილი ამხანაგი გახულიგნდა და ,,სტრაჟნიკებთან" ერთად დევნა დაუწყეს რევოლუციონერ ამხანაგებს. სხვებთან ერთად მეც დამაპატიმრეს და მომათავსეს ქუთაისის საგუბერნიო ციხეში. შემდეგ შევიტყვე, რომ სტრაჟნიკებმა სიმონეთის სკოლაში ჩემი ბინა დაიკავეს, ყველაფერი დაიტაცეს, გაანადგურეს, ცოლ–შვილი ქუჩაში დაყარეს. იმ წლის გაზაფხულის დამდეგს გენერალ ალიხანოვის განკარგულებით ხუთი წლის ვადით გადამასახლეს არხანგელსკში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ამხანაგებთან ერთად გამოვიქეცი."
ქუთაისის ციხეში ყოფნისას ნესტორმა მოახერხა კონსპირაციულად დაკავშირებოდა ქუთაისის რევოლუციური კომიტეტის ამხანაგებს, რომლებიც იატაკქვეშ მუშაობდნენ. გადასახლებიდან გამოქცეული ნესტორი დიდ გაჭირვებას განიცდიდა. იგი იძულებული იყო არალეგარულად ეცხოვრა. ამას თან ერთვოდა ოჯახის უკიდურესი ეკონომიკური მდგომარეობა. სამი მცირეწლოვანი ბავშვით ნესტორმა მოახერხა შეწყნარება, რაშიც დიდი დახმარება საზოგადო მოღვაწეებმა და მწერლებმა დავით კლდიაშვილმა, კიტა აბაშიძემ, სახალხო სასწავლებლის ინსპექტორმა ღოღობერიძემ გაუწიეს. 1906 წლის ბოლოს ნესტორი აღდგენილი იქნა მასწავლებლის ხარისხით და ნება დართეს ემუშავა ქუთაისის გუბერნიის სკოლებში, გარდა სოფელ სიმონეთისა. 1906 წლის 16 სექტემბრიდან სახალხო სასწავლებლის ინსპექტორის განკარგულებით, ნესტორი გააგზავნეს სოფელ ამაღლების ორკლასიან სასწავლებელში, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა იქ გადასვლა და მუშაობა დაიწყო სოფელ იანეთის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე–მასწავლებლად. 1903 წლიდან რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ნესტორის ძმა ივანე. ,,ბუნტოვშჩიკი" შვილების გამო შეწუხებულნი იყვნენ მშობლები – ალექსი და მელანო. ვასოს დაჭერის შემდეგ ნესტორი გაათავისუფლეს. იგი მატერიალურ დახმარებას ღებულობდა მეგობრებიდან. მას ეხმარებოდნენ პოეტი და მასწავლებელი დომენტი თომაშვილი, ლადო ბზვანელი, მასწავლებელი სიმონ ყაუღჩიშვილი და სხვ. ნესტორმა მიწის ნაკვეთი ქუთაისის განაპირა უბანში შეიძინა და სახლი ააშენა. იგი, როგორც ახალმოსახლე და რევოლუციურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი, ერთგვარ დევნას განიცდიდა. გაურკვეველმა პირებმა მოწამეთის ქუჩაზე (20–იანი წლებიდან ეწოდებოდა გელათის ქუჩა, 30–40–იან წლებში – წყალსადენის, ახლა – დ. კლდიაშვილის) სახლ–კარი გადაუწვეს.
ნესტორ გოქაძე მიღებულ განათლებას არ დაჯერდა და 1924–27 წლებში მაღალი ტიპის სკოლა დაამთავრა. (დამთავრების მოწმობა ბინაზე ინახება).
წინააღმდეგობებით იყო სავსე ნესტორ გოქაძის ცხოვრება. რამდენი წვალება, სიღარიბე, დევნა, საპყრობილე გამოიარა, მაგრამ იგი არ გატყდა. ხალხისკენ იყო მისი გულისთქმა მიმართული. გულს უკლავდა ის ფაქტი, რომ უსახსრობის გამო ბავშვები სწავლა–განათლებას ვერ ღებულობდნენ.
ნესტორ გოქაძე ითვლება ქუთაისის N 22 სკოლის დამაარსებლად!
1908 წელს უბნის კრება ჩატარდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გუბერნატორის და განათლების ინსპექტორის სახელზე გაგზავნილიყო მოთხოვნა 232 მცხოვრების ხელმოწერით, ითხოვდნენ ერთკლასიანი სასწავლებლის გახსნას. წინააღმდეგობა იყო გუბერნატორის მხრიდან, მაგრამ განათლების ინსპექციამ ნება დართო გაეხსნათ სასწავლებელი. 1898 წლის სექტემბრიდან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა ნაქირავებ ბინაში, ნესტორის ცოლისძმის, ვლადიმერ გვეტაძის სახლში.
ნესტორ გოქაძის თაოსნობით და ინიციატივით აიგო ორკლასიანი სკოლა. შენობის გახსნა მოხდა 1910 წლის 1 იანვარს. გამგე–მასწავლებლად ნესტორ გოქაძე დაინიშნა და ჩვეული ენერგიით შეუდგა სკოლის მოვლა–პატრონობას.
ნესტორ გოქაძე არა მარტო პედაგოგი, არამედ უბნის თავკაციც იყო. მისი სჯეროდათ მეზობლებს. ყველა სადავო საქმეს ჩააწყნარებდა ხოლმე. სიმკაცრე ახასიათებდა, ზედმეტად მომთხოვნი იყო როგორც თავისი თავის, ისე – სხვის მიმართაც. მისი ყოფილი მოსწავლე, ქუთაისის მე–8 სკოლის ყოფილი სასწავლო ნაწილის გამგე არჩილ ბარდაველიძე იგონებდა: ,,ჩვენ მისი ძალიან გვერიდებოდა, საჭიროების შემთხვევაში მკაცრი იყო, მაგრამ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, დახმარების ხელს პირველი გაუწვდიდა."
პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. ქუთაისის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორი ილია გენძეხაძე იგონებდა: ,,ნესტორ გოქაძე უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. მას განსაკუთრებით უყვარდა ლიტერატურა."
ნესტორ გოქაძეს უამრავი ხელნაწერი აქვს დატოვებული. მისი ლექსები ადამიანობას, პატიოსნებას, სამშობლოს უმღერის. მისთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი ქცევა, რაც ზიანს აყენებდა ოჯახს, ცოლ–შვილს, საზოგადოებას. სასტიკად კიცხავდა მთვრალ კაცს. ამ მხრივ საინტერესოა მისი ლექსი ,,ღვინო და კაცი." კაცი საყვედურობს ღვინოს, რომ ყველაფერი ცუდი მისი მიზეზით ხდება:
,,ძალის მომკლები, ჭკუისა
და მხედველობის თვალისა,
გასარჩევი ხარ სიცუდით,
ვით ავდარია – დარისა."
ღვინო კი პასუხობს:
,,ნუღარ მიმირთმევ უზომოდ,
ნუ მიმიზიდავ ხშირადა,
თორემ დაგათრობ უწყალოდ
ყველასთვის გასაკვირადა."
ლექსი ,,მამასახლისი" დაბეჭდილი იყო ,,ვარსკვლავში." ნესტორი ამ ლექსში მამასახლისს ამხელდა:
,,სამართალსა ქრთამითა ვჭრი,
თუ არ დამატყდა თავზედა,
ამაყი და ფიცხელი ვარ
მართალსა და მდაბალზედა."
ლექსში ,,იმერეთისადმი" იგი წერდა:
,,ნაქერალას გადავადექ, დავაჩერდი ტურფა მხარეს,
გამინათლდა სული, გული, განმაშორა ფიქრსა მწარეს...
ის ვადარე მაისისა თხუთმეტი დღის სავსე მთვარეს,
რომელიც რომ თვის სხივებით სულ ანათებს არე–მარეს."
1983 წლის 16 მარტის გაზეთ ,,ქუთაისში" ქუთაისის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ილია გენძეხაძის ვრცელი წერილი გამოქვეყნდა სათაურით –,,პედაგოგის გახსენება." მასში ძირითადად ნესტორ გოქაძის ცხოვრება და მოღვაწეობაა მოცემული.
ქუთაისის N 22 საჯარო სკოლა დახმარებისთვის მადლობას უხდის ნესტორ გოქაძის შვილთაშვილს სოფო მეშვილდიშვილს.
ნესტორ გოქაძის შვილთაშვილის შვილი, ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მოსწავლე
ზიზი ფურცხვანიძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნესტორ გოქაძის პირადი არქივი. ავტობიოგრაფია, წერილები, სასკოლო დოკუმენტები.
2. ნესტორ გოქაძის მოკლე ბიოგრაფია შედგენილი თადარიგის პოლკოვნიკის, ინჟინერ ალექსი გოქაძის მიერ.
3. პედაგოგის გახსენება – ქუთაისის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ილია გენძეხაძის სტატია ,,ქუთაისი" – 1983წ. 16 მარტი.
4. თანამედროვეთა მოგონებები.
5. ნესტორ გოქაძის შთამომავლებიდან მოწოდებული ინფორმაცია და სურათები.
2 . ნადეჟდა ერისთავი
ცრის...
ეს ის დრო არის, როცა ყველას და ყველაფერს ძინავს, ეს ის დრო არის, როცა დუმილი გაწუხებს სილამაზის არხსენებით გამოწვეული. შებინდებისას მხატვარი ჯდება ღრუბელზე, მთვლემარე მზეზე დებს სულის პალიტრას და ხელს ჰყოფს ხატვას დედოფლებისას. იგი ხატავს სილამაზის დედოფალ ნადია ერისთავს და ამით იმ მხატვარზე უფრო მეტად ღზევდება, ერთ დროს მახინჯი პერსეფონე რომ ჩამოაგვირისტა.
... ეს სილამაზე მეფობდა ქუთაისში!
აქ ახსოვთ:
XX საუკუნის 40–70–იანი წლები... ზემო საფიჩხია... არისტოკრატიული გვარის კლდემამოსილი ქალი, ქალი, რომელზეც ლეგენდებს ყვებოდნენ, ქალი, რომელიც წლები მართავდა ქუთაისის N 22 სკოლას!
ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი 1908 წლის 6 იანვარს ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში დაიბადა.
1928 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ სოფელ ობჩის კოლახსკოლის დირექტორად და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა. პარალელურად ქალთა სადელეგატო პუნქტს ხელმძღვანელობდა.
1933 წელს ახლადგახსნილ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობა ქუთაისის მე–14 არასრულ სკოლაში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგედ, ერთი წლის შემდეგ კი – დირექტორად დაიწყო.
1940 წლიდან აღნიშნული სკოლა გადაკეთდა ქუთაისის მე–14 საშუალო სკოლად, 1943 წლიდან – ქალთა მე–9 საშუალო სკოლად, 1954 წლიდან კი – ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლად, რომლის დირექტორი 1975 წლამდე ნადეჟდა ერისთავი იყო (პენსიაზე გასვლამდე).
ნადეჟდა ერისთავმა სკოლა შვიდი ფიცრული ოთახით ჩაიბარა. მისი დირექტორობის პერიოდში მშობელთა აქტიური დახმარებით, საშეფო ორგანიზაციებისა და განათლების განყოფილების უშუალო ხელშეწყობით, ოთხსართულიანი სასკოლო შენობა აშენდა.
1966 წელს პირველი სკოლა იყო, რომელიც გადავიდა სწავლების კაბინეტურ სისტემაზე. ხოლო დაწყებითი სამხედრო სწავლების მაღალ დონეზე სწავლებისათვის სკოლა საბაზო სკოლად გამოცხადდა.
1963 წელს ნადეჟდა ერისთავს საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იქნა უამრავი მედლითა და საპატიო სიგელით: 1954 წელს – შრომის წითელი დროშის ორდენით /N 843191/, ასევე ორდენით ,,ღირსების ნიშანი" /1957წ. /, ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით / 1958წ. /, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით / 1960წ. /, მედლით – ,,შრომის ვეტერანი" / 1978წ. /. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის ბრძანებულებით ,,ღირსების ორდენით" დაჯილდოვდა.
ნადეჟდა ერისთავის მეუღლე იყო მიხეილ ნიკოლოზის ძე ღვალაძე, ჰყავს ორი შვილი: ემზარი და მზია, ოთხი შვილიშვილი და ათი შვილთაშვილი.
ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი 2001 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა და მწვანე ყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
1983 წელს ნადეჟდა ერისთავის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ჩვენი სკოლის მე–6 კლასში ნადეჟდა ერისთავის შვილთაშვილი საბა ვახტანგაძე სწავლობს. საბა ქალბატონი ნადეჟდას შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარა.
3. დიმიტრი თაბუკაშვილი
დუტუ (დიმიტრი) გრიგოლის ძე თაბუკაშვილი 1932 წლის 10 ოქტომბერს ბაღდათის რაიონში დაიბადა.
1952 წელს დამთავრების სწავლა ქალაქ ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1956 წელს უნივერსიტეტის სრული კურსი დაასრულა და მატემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭა.
დიმიტრი თაბუკაშვილმა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
დიმიტრი თაბუკაშვილი 1960–იან წლებში ქალაქ ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტში არასრულწლოვანთა კომისიის მდივნად მუშაობდა, პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებდა, ქუთაისის საღამოს სწავლების სკოლაში მათემატიკისა და ასტრონომიას ასწავლიდა. 1968 წლიდან ქალაქ ქუთაისის 24–ე საშუალო სკოლაში ორგანიზატორი და მათემატიკის მასწავლებელი იყო.
დიმიტრი თაბუკაშვილი 1970–იან წლებში ქალაქ ქუთაისის 22–ე საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა, 1975 წლიდან 1984 წლამდე კი ამავე სკოლის დირექტორი იყო. 1984 წლიდან პენსიაზე გასვლამდე ქუთაისის მე–8 საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი.
დუტუ (დიმიტრი) თაბუკაშვილი 2013 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა.
4. გიული გვიშიანი
გიული გვიშიანი 1983–87 წლებში ქუთაისის N22 სკოლას მართავდა. ქალბატონ გიულის სკოლათან დაკავშირებით იმდენად საინტერესო მოგონებები აქვს, რომ გადავწყვიტეთ უცვლელად შემოგთავაზოთ: ,,სასწავლო
წელი მთავრდებოდა, ქუთაისის 22-ე საშუალო სკოლაში პირველად რომ მივედი. მეთერთმეტე კლასელები
ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ. ახალი დირექტორისათვის არავის ეცალა. მეც არ ვაქტიურობდი.
თავს უხერხულად და მარტოდ ვგრძნობდი, მათთვის უცხო ვიყავი. პირველი შემთხვევა იყო,
რომ იმ დღეს მოსწავლეები არ მეხვია გარს,(მე ხომ ყოველ წელს გამოსაშვები კლასები მყავდა
და ბოლო გაკვეთილსაც მე ვატარებდი). წყნარად ვიჯექი, კურსდამთავრებულების სკოლიდან განშორების
ტკბილ სევდას ყველა მასწავლებელთან ერთად განვიცდიდი.
ქუთაისის 22-ე საშუალო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი დიდი
არ იყო, უბნის ბავშვების არც თუ ისე მცირე ნაწილი ერთმანეთის მიმბაძველობით ქალაქის
პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდა. ყოველ დილით ვხვდებოდით ერთმანეთს, მე ზემოთ მივუყვებოდი
ქუჩას, ისინი კი-ქვემოთ. მშობლები პირველ ხანებში ინტერესით შემავლებდნენ თვალს, შემდეგ
კი თითქოს გრძნობდნენ ჩემ გულისტკივილს, ამ თვალხატულა ბავშვებს რომ არ გვანდობდნენ
და უხერხულად მარიდებდნენ მზერას. რას ვიზამდი, ძალით არაფერი გამოვიდოდა. უბანს უნდა
ეგრძნო, რომ სკოლაში რაღაც შეიცვალა.
ჯავახიშვილის
ქუჩაზე ვცხოვრობდი, კიკვიძის ძეგლთან. დიდი ქალაქებისათვის ეს მანძილი არაფერია, მაგრამ
ქუთაისის სინამდვილეში საკმაოდ შორს იყო 22-ე საშუალო სკოლასთან. ხშირად მეუღლეს დავყავდით
(მაშინ ის თერჯოლის რაიონის პოლიციის უფროსი იყო და გზაც იქით ჰქონდა), მაგრამ როცა ვერ ახერხებდა, ზოგჯერ ტაქსითაც გვიწევდა
ასვლა. იმ დღესაც ასე მოხდა. ეტყობა წინა დღეებშიც რამდენჯერმე ამ ტაქსით მოგვიწია
მგზავრობამ. როცა ვუთხარი, საფიჩხიაზე მივდივართ, 22-ე საშუალო სკოლაში– თქო, მითხრა:
კი, მაგრამ, ქალბატონო, ასე შორს რატომ ატარებთ ამ ბავშვებს, ქალაქში კარგი სკოლების
მეტი რა არისო. გამეცინა... ,,ეს ისეთი სკოლაა, რომ უფრო შორიდანაც დადიან – მეთქი," გაკვირვებით
შემომხედა, – რა ვიცი, მე არ გამიგონიაო.
სკოლის ჭიშკართან მათემატიკის მასწავლებელი
დიტო გოჩელაშვილი დაგვხვდა, ის ქალაქში მიდიოდა. ეტყობა მძღოლმა ჩვენი საუბარი ახლა
მასთან გააგრძელა და როცა გაიგო რომ ახალი დირექტორი ვიყავი, შეწუხდა თურმე, ჩემ მაგივრად
ბოდიში მოუხადე, არ ვიცოდი ვინ იყოო.
ის, რაც ტაქსის მძღოლს ვუთხარი, უბრალო ხუმრობა
კი არა, ჩემი ოცნება იყო. მინდოდა, სკოლის ავტორიტეტი ისე გაზრდილიყო, რომ უბნის არც
ერთ ბავშვს ჩვენთვის გვერდი არ აევლო და სრულფასოვანი განათლება აქ მიეღო.
მადლიერების გრძნობით ვიხსენებ იმ პედაგოგიური
კოლექტივის თითოეულ წევრს, ტექნიკურ პერსონალს, მშობლებს, მხარში რომ ამომიდგნენ და
ბევრი ჩემი ოცნება რეალობად აქციეს.
დღეს სწავლების ახალი მეთოდები, ტექნიკური
სიახლეები და დიდი შესაძლებლობები აღარავის უკვირს, მაგრამ მაშინ,
35-40 წლის წინ, ეს არც თუ ისე ადვილი იყო. "5. ნუნუ ქათამაძე–ბაკურაძე
ნუნუ ანდროს ასული ქათამაძე–ბაკურაძე 1947 წლის 14 ნოემბერს მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის N 5 საშუალო სკოლა. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების (1966–1971წ.წ.) შემდეგ მუშაობა დაიწყო მასწავლებელთა დახელოვნების ქუთაისის ინსტიტუტში ჯერ ბიბლიოთეკარად, შემდეგ – ლაბორანტად, ბოლოს – მეთოდისტად. პარალელურად (1973–82 წლებში) ხელოვნებას აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში ასწავლიდა.
1982 წლიდან მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქუთაისის N 4 საშუალო სკოლაში. 1985–87 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობის დარგში.
1987 წლის აგვისტოდან 2006 წლის აგვისტომდე ქუთაისის N 22 სკოლას ხელმძღვანელობდა.
2011–12 სასწავლო წელს სწავლობდა და დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული ერთწლიანი სასულიერო სასწავლებელი.
მეუღლესთან ერთად არის პატენტის ( P 350) მფლობელი. წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა საქალაქო საბჭოს წევრი, არის დარბაზი ,,ქუთაისელის" და ,,ბაღისკიდის" წევრი.
ნუნუ ქათამაძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სიგელები, ჯილდოები, სერთიფიკატები. ქალბატონი ნუნუ წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, აქვეყნებდა საგაზეთო სტატიებს, კოლეგებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკულ და მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციებში, დიდი ყურადღებით უდგებოდა სკოლისგარეშე ღონისძიებებს, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს, საუბრებს. ქალბატონი ნუნუს ხელმძღვანელობით ლამაზი საღამოები მიეძღვნა ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს,
ცნობილ მსახიობს ჯემალ მონიავას, დრამატურგ რეზო კლდიაშვილს, ცნობილ ჟურნალისტს თემურ ჭკუასელს, მწერალს ოტია იოსელიანს, ვენის კონსერვატორიის პროფესორებს, ბათუმის მომღერალთა სახელმწიფო ანსამბლს, სოხუმის დევნილ ინტელიგენციას. რესტორან ,,იმერეთში" ხელოსნებთან შეხვედრა ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩდა. აქ იყო: დალაქი, ოქრომჭედელი, თერძი, გრიმიორი, დურგალი, კალატოზი...
ზაქარია ფალიაშვილის სახლ–მუზეუმში მოეწყო ,,პარანასი," აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად დიდ ივანე ჯავახიშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილს მიეძღვნა საღამოები. ნუნუ ქათამაძე პერიოდულად ხვდებოდა მხატვრებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მეცნიერებს. მშობლებთან ურთიერთობა მისთვის ცალკე, მეტად საინტერესო თემა იყო. ქალბატონი ნუნუ ცდილობდა და დღესაც ცდილობს არ დაარღვიოს ასწლოვანი სკოლის ტრადიცია. იგი მოსწავლეების წინაშე არის პუნქტუალური, თავმდაბალი, მაგრამ ამავე დროს მომთხოვნი და მიუკერძოებელი. ნუნუ ქათამაძე ამჟამად ჩვენი ქართულ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მეცხრეკლასელებს მშობლიური ენისა და ჩვენი წარსულის სიყვარულს სწორედ ქალბატონი ნუნუ გვასწავლის.
6. თეა ჩხეტია
თეა ჩხეტია 1974 წლის 30 ივნისს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1980–91 წლებში სწავლობდა და დაასრულა ქალაქ ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლა. 1992–97 წლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე სწავლობდა.
თეა ჩხეტია 2000 – 2002 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ქუთაისის მრავალპროფილიან ლიცეუმში მუშაობდა, 2012 წლის 15 მაისიდან 2014 წლის 12 სექტემბრამდე ქალაქ ქუთაისის კულტურულ, საგანმანათლებლო, სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მთავარი სპეციალისტი იყო, 2012–2013 წლებში კი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პედაგოგთა კავშირი – განათლება და სამყარო" – განათლების ექსპერტი და სამოქალაქო განათლების ტრენერი.
თეა ჩხეტია 2006 – 2012 წლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ. 2005–2006 წლებში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი იყო.
თეა ჩხეტია 2014 წლის 12 სექტემბრიდან დღემდე სსიპ ქალაქ ქუთაისის N 8 საჯარო სკოლის დირექტორია.
7. ლევან ბუაძე
ლევან ბუაძე 1978 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა. 1993 წელს ქუთაისის მე–4 სკოლა დაამთავრა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკენომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი იყო.
ლევან ბუაძე 2005–2011 წლებში შპს წყალკანალის დირექტორის მოადგილედ და გაერთიალებულ წყალმომარაგების რეგიონალურ ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, პარალელურად ხელოვნების ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს ,,მენეჯმენტისა და ეკონომიკის თეორიაში."
2012–2015 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი. მისი დირექტორობის დროს სკოლას საჩუქრად გადაეცა სასკოლო ინვენტარი, გაკეთდა რამოდენიმე საკლასო ოთახი, პირველი სართულის ფოიე და სპორტული დარბაზი.
ლევან ბუაძეს ჰყავს მეუღლე – ცნობილი დიზაინერი ეკა აბულაძე და 3 შვილი.
8. ნინო ელბაქიძე
ნინო ელბაქიძე 1972 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა. 1978 წელს შევიდა და 1989 წელს დაასრულა ქალაქ ქუთაისის N 12 სკოლის სრული კურსი. 1996 წელს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი მაგისტრის წოდებით დაამთავრა.
2012 წელს დაასრულა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული ერთწლიანი სასულიერო სასწავლებელი.
ნინო ელბაქიძემ 1996 წელს ქალაქ ქუთაისის N 14 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და იქ 2015 წლის 14 აგვისტომდე მუშაობდა. 1996 წლიდან არის ჟურნალ ,,თვალსაწიერის" კორესპოდენტი.
ნინო ელბაქიძე 2011 წლიდან არის სერტიფიცირებული პედაგოგი, მას მინიჭებული აქვს როგორც დაწყებითი საფეხურის (I - I V ) N 0004019, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის ( I - V I ) N 0011623 მასწავლებლობის უფლება. 2014 წლის 6 თებერვლიდან აქვს საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. 2015 წლის 14 აგვისტოდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
ქალბატონ ნინოს მხატვრულ კითხვაში დიპლომები აქვს მიღებული, წერს ლექსებს და ჩანახატებს:
,,ისე ყეფდნენ ცაზე ღრუბლები და ისე თრთოდნენ,
ისეთ ხორუმის წრეებს კრავდნენ კაბადონებზე,
მოგინდებოდა დაგენახა განმეორებით.
ისე ძალუმად დაეძაბა ღრუბელს ძარღვები,
ისე განცვიფრდა, თითქო იყო მაისში თოვა.
მერე დაიწყო გადაყვლეფილ მუხლებზე ხელი,
ცად წავიდა და ჩემი სულიც თან გაიყოლა.
იქ ხელოვნების ტრიუმფების იწყო დაპყრობა,
იმ ჩემ სულიდან გამოძერწა ნატანჯი ქალი.
სახე ღვარძლიან დედაბერის მაგვარი ჰქონდა,
ხელის თითები უმოძრაო და მთლად დამჭკნარი.
გულზე ათასი სიყვარულის ცეცხლი მეკიდა,
სულში ათასი ფიქრით თრთოდა თხელი ფოთოლი,
გამოკვეთილი სახე ვიყავ რაფაელისა,
დამწუხრებული სახე ვიყავ კვაზიმოდოსი.
ნაკუწ–ნაკუწად იშლებოდა ცის ხელოვნება,
ღრუბლის ფილიდან იღვრებოდა წვიმის წვეთებად,
მეცემოდა და მაფხიზლებდა, როგორც ენძელას
დილის ნიავში მზის სხივები რომ დაეცემა.
გულში ათასი მოგონების იდგა მნათობი,
კვლავაც ათასი ფიქრი იყო სულში შემძვრალი,
გამოკვეთილი სახე ვიყავ ბუონაროტის,
დამწუხრებული სახე ვიყავ დულცინეასი.
...ისე აყეფეს გვირილები, ისე გაწირეს,
ისე მოწველეს ღრუბლებიდან ღამის სიზმრები,
ისე თენდება, მზე ისე მწვავს ნაკოცნ ადგილებს,
ასე მგონია, რომ ეხლავე გარდავიცვლები.
. . .
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები,
საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე,
სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე
და სნობისტური დაიწყო ლტოლვა.
ნამრუდისფერი შეუგზავნეს მას წერილები
და მოაფინეს დედამიწას ლორთქო ფიქრები...
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები...
შეზლოგინები გააწყვეს მოლზე.
ბინდით მხატვარი გვიდო რენი ჩამოჯდა მზეზე,
მიცვალებულთა მზეზე დასდო სულის პალიტრა,
მან ადრინდელი ნახატები გადასწვა ცეცხლზე
და ხელი მიჰყო მხოლოდ ხატვას შეზლოგინების.
მოზიდეს ტყიდან მოთეთრლეგო ლოფორთქინები
და გაშლილ ველზე გობელენებს დაადგეს ზვინად.
მორეკეს ტყიდან კვიცრები და კაპუეტები,
კაპუეტების და კვიცრების დაიწყო წვიმა.
სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე,
ეროსით მთვრალმა ჩაშლილ თმებში შეჰყო თითები,
საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე...
გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები."
. . .
თუ ბოროტს დევნი და თუ ხარ წრფელი,
თუ გულით ებრძვი ყველა დიდ ზრახვას,
ამას შეხედავ უფალი ჩვენი
და თუკი სუფთა ბრძოლაში გვნახავს,
არ მიგვატოვებს, შეხედავს თუკი
დავგმეთ, ტაბუ ვდეთ ბოროტს კეთრიანს,
ადამიანებს შეგვინდობს გულით,
რადგან თიხის ვართ, ის კი ღმერთია!
გარდა უფლისა, ან სხვას ვის ვეტრფით?
განა ლოცვის თქმა ასე ძნელია?
მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთადერთი,
მარადიული მხოლოდ ღმერთია!
მე მზის ქვეშეთში დავიბადე,
შავ ზღვასთან ახლოს,
ამ მთა–ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,
მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ
და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!
ბერო ლუხუმო, ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ,
კვლავ შეგვახსენე, ხევისბერო, ,,ვისი გორის ვართ,"
ქრისტევ ჯვარცმულო, საქართველოს ნუ გაუჭირვებ,
თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს!
მე მზის ქვეშეთში დავიბადე,
ამ მიწის გულზე,
ამ მთა–ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,
მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე
და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!
Subscribe to:
Posts (Atom)